გორაბერეჟოულის ბაღი

გორაბერეჟოულის ბაღიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში. პარკის ცენტრში მდებარეობს გურიის ერისთავების რეზიდენცია.

გორაბერეჟოულის ბაღი

ისტორია რედაქტირება

ბაღის გაშენება წამოიწყო მიხეილ ერისთავმა XIX საუკუნის შუაში. პარკში წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: წითელი ღვია, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა განსაკუთრებული მცენარეები. ასევე, პარკში ვხვდებით, 150 გამორჩეულ და უნიკალურ ჯიშის მცენარეს, ჩამოტანილს მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

ამ პარკის ახლოს, ადრე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელიც ფუნქციონირებდა. არსებული სასოფლო-სამეურნეო პროფილის ტექნიკური სასწავლებელი, ყოველწლიურად ამზადებდა 120-150 კვალიფიციურ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სპეციალობით. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1924 წელს დაარსდა, 1980 წელს კი ტექნიკუმი გაუქმდა და პროფტექნიკუმად გადაკეთდა, ფუნქციონირებდა 2010 წლამდე.

გორაბერეჟოულის ბაღს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

 
ძველი ადმინისტრაციული შენობა

შენობები რედაქტირება

ბაღის ტერიტორიაზე დგას სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმისა და კლუბის შენობები. ბაღში ასევე დგას ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი.

 
ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი

ტექნიკუმის შენობა ორსართულიანია. იგი კვადრატს მიახლოებულ გეგმაშია ჩაწერილი და ოთხქანობა სახურავი აქვს თუნუქით დაბურული. პირველი სართული ტუფის ქვითაა ნაგებო, ხოლო მეორე სართული კი ფიცრულია. ორივე სარათულზე განაპირე არეებში ორ-ორი მართკუთხა ფორმის ფანჯრები გამოდის, ხოლო ცენტრალურ ნაწილში სამი, განიერი, თაღისებური ფანჯრებია გაჭრილი, რომლის რაფები თაღნარით არის მორთული. აღნიშნული სამი ფანჯარა ერთმანეთისგან, თავზე რომბით დასრულებული, სტილიზებული პილასტრებით არიან გამიჯნულნი. გვერდითა ფასადებზე ექვს-ექვსი მართკუთხა ფანჯრები რითმულად გამოდის. უკანა ფასადზე ცენტრალურ ნაწილში შუშაბანდია გაჭრილი, რომლითაც შენობის ფართე კორიდორები ნათდება. შენობას სარდაფი გააჩნია რომლის შესასვლელიც სამხრეთიდანა. სარდაფის ოთახები სამხრეთით და აღმოსავლეთით დატანილი პატარა ზომის ღიობებით ნათდება.

კლუბის შენობა მართკუთხა ფორმის გეგმაშია ჩაწერილი და ოთხქანობა სახურავითაა გადახურული, რომელიც აზბოცემენტის ფილებითაა დაბურული. ნაგებობას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს მცირე სათავსო, რომელსაც კარები აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. შენობის მთავარი ფასადი აღმოსავლეთით გამოდის. კედლის სიბრტყეზე გამოყვანილი და რელიეფური ხაზებით გაფორმებული სამი თაღი, ფასადის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. თაღები ეყრდნობა ორ საფეხურიან პოდიუმზე მდგარ შეწყვილებულ ლითონის სვეტებს, რომლებიც ცემენტით გამოყვანილი და წყვილი ლილვით გაფორმებული კაპიტელებით სრულდება. თაღების განაპირა არეებში, ფასადზე გამოდის ორ-ორი მართკუთხა ფანჯრები, რელიეფური საპირეებით მორთული. ფასადის დეკორაციულ შემკობა სრულდება სამსაფეხურიანი კარნიზით. შენობა ეზოს უკავშირდება პოდიუმზე გამავალი სამი კარებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № გორაბერეჟოულის ბაღი № 17431
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ტექნიკუმის შენობა № 20803
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № კლუბის შენობა № 20804

სქოლიო რედაქტირება