გინკგო
გინკგო (ლათ. Ginkgo) — შიშველთესლოვანი ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი გინკგოსნაირთა განყოფილებისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — ორნაკვთიანი გინკგო (ginkgo biloba) გაშლილვარჯიანი 30-40 მ სიმაღლის და 1 მ-მდე დიამეტრის ორსახლიანი ხეა.
გინკგო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ginkgo | ||||||||||||||
|
ველურად იზრდება მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში. როგორც დეკორატიული მცენარე, მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტანიკურ ბაღსა და პარკში; საქართველოში შემოტანილია XIX საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთში, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს.
იზრდება აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ბაღში. ყინვაგამძლეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 157.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 12.