გონგას მთა
გონგას მთა (ჩინ. ტრად. 贡嘎山, გამარტ. 貢嘎山, ფინინი: Gònggá Shān) — მთა ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის უმაღლესი მწვერვალი. მისი სიმაღლე, ზღვის დონიდან, 7 556 მ-ს შეადგენს. იგი მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალი მთაა, თუ არ ჩავთვლით ჰიმალაისა და ყარაყორუმის მწვერვალებს, ტირიჩმირისა და კონგურის მთების შემდეგ. ამასთანავე, გონგა ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე და ტოპოგრაფიულად იზოლირებული მთაა 7000 მ-იან მწვერვალებს შორის. მდებარეობს დასიუეშანში (大雪山), დადუსა და იალონგის მდინარეებს შორის, და არის ჩინეთ-ტიბეტის მთების ნაწილი. მისგან წარმოიქმნება ჰაილოკოუს მყინვარი.
გონგას მთა | |
---|---|
贡嘎山 | |
კოორდინატები: 29°35′45″ ჩ. გ. 101°52′45″ ა. გ. / 29.59583° ჩ. გ. 101.87917° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | სიჩუანი |
სიმაღლე | 7 556 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 3 642 მ |
დაკავშირებული მთა | კ2 |
ქედი | დასიუეს მთები |
პირველი ასვლა | 28 ოქტომბერი, 1932 |
ასვლის ისტორია
რედაქტირებაპირველმა მკვლევრებმა, რომლებიც ამ რეგიონს იკვლევდნენ, შეიტყეს ცნობები უკიდურესად მაღალი მთის შესახებ და იგი მოძებნეს. გონგას მთის (იმ დროისთვის „ბოკუნკად“ წოდებული) პირველადი დისტანციური გაზომვა გრაფ ბელა სიჩენის ექსპედიციას მიეწერება 1877-1880 წლებში[1]. კვლევის შედეგად მთის სავარაუდო სიმაღლე 7 600 მეტრს შეადგენდა.
ორმოცდახუთი წლის შემდეგ, მთა, ამჯერად მოხსენიებული როგორც „კანკა“, მანძილიდან აღწერა მისიონერმა ჯ. ჰ. ედგარმა.
1929 წელს, მკვლევარმა ჯოზეფ როკმა, მთის სიმაღლის გაზომვისას შეცდომა დაუშვა, მწვერვალის სიმაღლედ 9 220 მ მიიჩნია, ეს ინფორმაცია ეროვნულ გეოგრაფიულ საზოგადოებას გადასცა და გონგას მსოფლიოს უმაღლეს მთად გამოცხადება სთხოვა[1]. გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ეჭვის თვალით შეხედა ჯოზეფის გაზომვას, ამიტომ მისი შემოწმება გადაწყვიტა, რაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. როკმა მთის სიმაღლე 7803 მ-მდე შეამცირა თავის ოფიციალურ პუბლიკაციაში.
1930 წელს, შვეიცარიელი გეოგრაფი ედუარდ იმჰოფი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელმაც მთის სიმაღლე გაზომა და დღეისათვის ცნობილი მონაცემი, 7 590 მ დაადგინა[2]. ექსპედიციის შესახებ დიდი ფორმატის წიგნი იმჰოფმა მოგვიანებით გამოსცა, სახელად „სეჩუანის დიდი ცივი მთები“ (ციურიხი, 1974 წ). წიგნი მდიდარია იმჰოფის მიერ შეგროვილი ილუსტრაციებით, მათ შორის, წიგნში შევხვდებით წმინდა მთის ძირში მდებარე ტიბეტის მონასტრის გამოსახულებებს, რომლებიც მოგვიანებით, ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა.
სათანადოდ აღჭურვილი ამერიკული მკვლევრების გუნდი, რომელშიც შედიოდნენ ტერის მური, რიჩარდ ბურდსალი, არტურ ბ. ემონსი და ჯეკ იანგი, მთაზე 1932 წელს დაბრუნდა და მწვერვალისა და მისი შემოგარენის ზუსტი გამოკვლევა ჩაატარა. მათი გაზომვის შედეგები დაემთხვა იმჰოფის შედეგს, 7590 მ-ს. მური და ბურდსალი მწვერვალზე ჯერ მთის დასავლეთიდან, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთი ქედიდან ავიდნენ. ეს შესანიშნავი მიღწევა იყო იმ დროისთვის, მთის სიმაღლის, მისი დაშორებისა და მკვლევართა ჯგუფის სიმცირის გათვალისწინებით. გარდა ამისა, გონგა იყო უმაღლესი მწვერვალი, რომელსაც ამერიკელებმა 1958 წლამდე მიაღწიეს. ექსპედიციის წევრების მიერ დაწერილი წიგნი „Men Against The Clouds“, დღემდე მთასვლელობის კლასიკად რჩება.[3]
გალერეა
რედაქტირება-
გრაფ ბელა სიჩენი (Österreichs Illustrierter Zeitung, 1900)
-
გრაფ ბელა სიჩენის ექსპედიციის წევრის მოხსენება[4]
-
ჯოსეფ როკი
-
ედუარდ იმჰოფი, Die Großen Kalten Berge von Szetschuan.
-
Minya Konka, photographed from the west. Photograph taken during the 1980 American expedition.
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael Brandtner: Minya Konka Schneeberge im Osten Tibets. Die Entdeckung eines Alpin-Paradieses. Detjen-Verlag, Hamburg 2006, ISBN 3-937597-20-4
- Arnold Heim: Minya Gongkar. Verlag Hans Huber, Bern–Berlin 1933
- Eduard Imhof: Die großen kalten Berge von Szetschuan. Orell Füssli Verlag, Zürich 1974
- Richard Burdsall & Arthur Emmons: Men Against the Clouds: The Conquest of Minya Konka. The Bodley Head, London 1935
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Arnold Heim: The Glaciation and Solifluction of Minya Gongkar. The Geographical Journal. Vol. 87, No. 5 (May, 1936), pp. 444–450. Published by: The Royal Geographical Society (with the Institute of British Geographers)
- ↑ Expedition zum Minya Konka in Chinesisch Tibet 1930. ციტირების თარიღი: 2010-10-08
- ↑ Asia, China, Gongg Shan (Minya Konka) from the South.
- ↑ Kreitner, Gustav: Im fernen Osten. Reisen des Grafen Graf Béla Széchenyi in Indien, Japan, China, Tibet und Birma in den Jahren 1877–1880. Viena 1881. In German.