კონგური — მწვერვალი პამირში, კაშგარის ქედზე. სიმაღლე 7649 მ. მდებარეობს ჩინეთში, სინძიანის ავტონომიურ რაიონში. მეტწილად აგებულია გნაისებითა და გრანიტებით. დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. ჩრდილოეთ კალთებზე მყინვარები ეშვება 3800 მ, ხოლო სამხრეთ კალთებზე 4500 მ-მდე. მწვერვალი დაფარულია ყინულით. არის ძველი გამყინვარების კვლები. ფერდობები უმეტესწილად გაშიშვლებულია, ქვემო სარტყელში არსებულ ხეობებში იზრდება ბუჩქნარები. მწვერვალზე პირველად ავიდა ბრიტანული ექსპედიცია კრის ბონინგტონის ხელმძღვანელობით 1981 წელს.

კონგური
კონგური
კონგური
კოორდინატები: 38°35′38″ ჩ. გ. 75°18′48″ ა. გ. / 38.59389° ჩ. გ. 75.31333° ა. გ. / 38.59389; 75.31333
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 7649 
ქედი კაშგარის ქედი
კონგური — ჩინეთი
კონგური

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება