გომეწრის ღვთისმშობლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომეწრის შუაში

გომეწრის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომეწრის შუაში. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. სარკმლები ქართული აგურითაა ამოყვანილი. გადახურვა ჩაქცეულია. XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესიაში სკოლა გაუხსნიათ და ნაგებობისთვის სახე შეუცვლიათ. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთისა ამჟამად გადაკეთებულია სარკმლად. სამხრეთის შესასვლელის წინ ფართო ტერასაა. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, ერთი სარკმელია. თითო სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში.

ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი ყოფილა. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადზე აგურის წყობით თითო შეღრმავებული ჯვარია გამოყვანილი.

ლიტერატურა

რედაქტირება