მამა გაბრიელი

(გადამისამართდა გვერდიდან გოდერძი ურგებაძე)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.

გაბრიელი (ურგებაძე), (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში — წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; დ. 26 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 2 ნოემბერი, 1995, მცხეთა) — ქართველი სასულიერო პირი (არქიმანდრიტი) და მართლმადიდებელური ეკლესიის წმინდანი (ხს. დღე — 2 ნოემბერი)[2].

გაბრიელი (ურგებაძე)

მამა გაბრიელი, ანდრეი მირონოვის ნახატი
დაიბადა 26 აგვისტო, 1929(1929-08-26)
თბილისი
გარდაიცვალა 2 ნოემბერი, 1995(1995-11-02) (66 წლის)
მცხეთა
წმინდანად შერაცხვა 2012 წლის 20 დეკემბერი
ხსენების დღე 2 ნოემბერი
მოღვაწეობა ბერი და Eastern Orthodox priest[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.[3]

გოდერძი ურგებაძე დაიბადა თბილისში წმინდა ბარბარეს ეკლესიის (დასაზუსტაბელია) მახლობლად. მამა, ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს „შინსახკომის“ წარმომადგენელი იყო. მცირეწლოვან გოდერძის მამა ადრევე გარდაცვლილა, ის 1931 წლის შეთქმულებას შეეწირა.

გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს გოდერძიმ თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის პატივსაცემად გაბრიელი ეწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს (დასაზუსტებელია) ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ

რედაქტირება

მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა — ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“[4][5] მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესვეურები მისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერს პოზიცია არ შეუცვლია. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რის გამოც ის კვლავ სცემეს და აწამეს. ეს ამბავი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა.[5] მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

ბოლო წლები

რედაქტირება
 
მამა გაბრიელის საფლავი
 
კოშკი რომელშიც მამა გაბრიელმა ბოლო წლები გაატარა

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია[3]. მორწმუნეთა გადმოცემით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ[6].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოთარ ნიკოლაიშვილი : ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე საქართველოში 2003 წელი
  • ჟურნალი „მართლმადიდებლური სიტყვა“, აშშ 1992 წელი
  • მამა გაბრიელის ნაუბარი. 2005 წელი © ოთარ ნიკოლაიშვილი
  • ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები (მადლიერი ერისაგან), I,II და III ნაწილი. © ოთარ ნიკოლაიშვილი. 2005 წელი
  • ბერის დიადემა, თბილისი, 2006 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: