გნოლქათამა
გნოლქათამა (ლათ. Falcipennis falcipennis) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წონა 600 გრამს აღწევს. შეფერილობის ძირითადი ტონებია მურა, შავი და თეთრი. გარეგნულად როჭოს ჰგავს, მამალს მომქნევი ფრთების ბოლოები შევიწროებული აქვს. გავრცელებულია იმიერბაიკალეთში, იაკუტიის სამხრეთ რაიონებში, ოხოტის ზღვის სანაპიროზე, უსურიის მხარეში, კუნძულ სახალინზე. ცხოვრობს წიწვიანსა და შერეულ ტყეებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხის ძირში. მაის-ივნისში დებს 8 კვერცხს. იკვებება კენკრით, ფოთლებით, ყლორტებით, ზამთარში — წიწვებით. გვხვდება ყველგან მცირე რაოდენობით და აქვს ადგილობრივი სანადირო მნიშვნელობა.
გნოლქათამა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დედალი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Falcipennis falcipennis (Hartlaub, 1855) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22679446 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 193.