როჭოსებრნი (ლათ. Tetraoninae, ძველად Tetraonidae) — ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30–110 სმ, მასა 0,4–4,5 კგ აღწევს. ოჯახში 8–9 გვარის 20-დე სახეობაა.[1][2] გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 5 გვარის 8 სახეობა (ჩვეულებრივი როჭო, კავკასიური როჭო, სოღო, ჟრუნი და სხვა), რომელთათვისაც დამახასიათებელია შებუმბლული, რქოვანი „არშიანი“ უდეზებო ფეხები, ბუმბულით დაფარული ნესტოები; სქესმწიფობას აღწევენ 1–2 წლის ასაკში. ტყის ბინადრებია, ზოგიერთი ცხოვრობს ტუნდრაში, ველსა და ტყე-ველზე, პოლიგამიური და მონოგამიური ფრინველებია. დებენ 4–16 კვერცხს. იკვებებიან მცენარეული საკვებით (მართვები მწერებითაც). სარეწაო ფრინველებია.

როჭოსებრნი
SageGrouse21.jpg
სალბის როჭო (Centrocercus urophasianus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  ხოხბისებრნი
ქვეოჯახი:  როჭოსებრნი
ლათინური სახელი
Tetraoninae (Vigors, 1825)

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. როჭოსებრნი (TSN 553485). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  2. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 54—55. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.