გლიპტოდონტები

ჯავშნოსანთა რიგის ამომწყდარ ძუძუმწოვართა ქვეოჯახი

გლიპტოდონტები (ლათ. Glyptodontinae) — ჯავშნოსანთა რიგის ამომწყდარ ძუძუმწოვართა ქვეოჯახი. ცნობილია 60-ზე მეტი გვარი. არსებობდნენ შუა ეოცენიდან პლეისტოცენამდე. ზომები ძლიერ იცვლებოდა, ყველაზე დიდები სიგრძეში 2–2,5 მეტრს აღწევდნენ. მათი სხეული დაფარული იყო ძვლოვანი ფარაკებით ან კანის გაძვალებების წვრილი მრავალკუთხიანი შეზრდილი ფარაკებით შემდგარი მთლიანი ჯავშნით, როგორც კუს ბაკანი. მოკლე ხუთთითიან კიდურებზე ჰქონდათ ფართო ჩლიქისმაგვარი ბრჭყალები. მრავალი გვარის კუდის ბოლო შეიარაღებული იყო ძვლოვანი გურზით. თავის ქალა შედარებით პატარაა, საჭრელი კბილები და ეშვები არ გააჩნდათ; მაღალგვირგვინიანი ძირითადი პრიზმისებრი და 3-ფრთიანი კბილები მიუთითებს, რომ ჭამდნენ უხეშ მცენარეულ საკვებს. გავრცელებული იყვნენ უმთავრესად სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ზემო პლიოცენსა და პლეისტოცენში — აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში.[1][2]

გლიპტოდონტები

გლიპტოდონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ჯავშნოსნები
ოჯახი:  Chlamyphoridae
ქვეოჯახი:  გლიპტოდონტები
ლათინური სახელი
Glyptodontinae (Burmeister, 1879)
  1. Лопатин А. В. ГЛИПТОДОНТЫ // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 243.
  2. Глиптодонты // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 6 — М., 1971.