გლედიჩია
გლედიჩია (ლათ. Gleditsia) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. ღეროსა და ტორებზე აქვთ მარტივი ან დატოტვილი ეკლები: ფოთლები ფრთართულია, პატარა მომწვანო ყვავილები მტევნებად არის შეკრებილი. ნაყოფი ბრტყელი პარკია.
გლედიჩია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Gleditsia | ||||||||||||||
|
გლედიჩიას 12 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზომიერსა და სუბტროპიკულ აზიაში, ტროპიკულ აფრიკაში. თალიშში (აზერბაიჯანი) ველურად აზრდება მხოლოდ ერთი სახეობა - კასპიური გლედიჩია (ლათ. Gleditsia caspia), რომელიც კავკასიაში შემორჩენილი მესამეული პერიოდის ფლორის რელიქტია.
კულტივირებულია 7 სახეობა. მათგან ძვირფასმექნიანი ჩრდილოამერიკული ჩვეულებრივი გლედიჩია (ლათ. Gleditsia triacanthos) ძველთაგანვეა მოშენებული ყირიმის, კავკასიის (კერძოდ, საქართველოს) და შუა აზიის ბაღებსა და პარკებში.
გლედიჩია სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა; იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იყენებენ ცოცხალ ღოდებ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვა მერქნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნაყოფისაგან - ყავის სუროგატს. თაფლოვანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 176.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 41.