გიში (აზერ. Kiş) — სოფელი აზერბაიჯანში, შაქის რაიონში, ქალაქ შაქი (აზერბაიჯანი) შაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 5 კმ-ში. მოსახლეობა შეადგენს 6244 ადამიანს.

სოფელი
გიში
აზერ. Kiş

სოფელ გიშის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი შაქის რაიონი
კოორდინატები 41°15′34″ ჩ. გ. 47°11′47″ ა. გ. / 41.25944° ჩ. გ. 47.19639° ა. გ. / 41.25944; 47.19639
ცენტრის სიმაღლე 1005 მეტრი
მოსახლეობა 6 244
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი AZ5525
გიში — აზერბაიჯანი
გიში

ისტორიულად წარმოადგენდა წუქეთის საერისთავოს ცენტრს და ფეოდალურ საგვარეულოს — გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა, რეზიდენციას. ძველად მდებარეობდა გიშისწყალზე (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსი კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი პუნქტი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი „ეპისტოლეთა წიგნის“ ქართულ საეპისკოპოსთა ნუსხებში (VI ს.) უნდა იხსენიებოდეს. „განგება დარბაზობისას“ მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI საუკუნეში გიში ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა.

გიშში შემორჩენილია X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი — ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. შირიმის კვადრებით ნაგებ კუპელჰალეს ტიპის შენობას აღმოსავლეთით შვერილი ნახევრადწრიული აფსიდი აქვს. ინტერიერში აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების წინ ორთაღოვანი საფეხურის მეშვეობით გამოყოფილია გუმბათქვეშა კვადრატი. გუმბათის ყელი მრგვალია. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადაკეთებული და შელესილია, შეინიშნება ძველი, X–XI საუკუნეების ეკლესიის კვალი (დეკორატიული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვ.).

არსებობს მოსაზრება, რომ ეს ეკლესია არ შეესაბამება წყაროებში ნახსენებ საეპისკოპოსო ცენტრს და იგი ადრეულ საუკუნეებშივე გადაიტანეს ქ. შაქსა თუ საინგილოში, ახლანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ლექეთის (ძველი ლექრთის) მიდამოებში. XIX ს. 50–60-იან წლებში ეკლესია ღვთისმსახურებისათვის ხელმეორედ გამოიყენეს ივანე პასკევიჩის ბრძანებით გადმოსახლებულმა სომხებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარჯანიშვილი გ., მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980;
  • Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გიში&oldid=4611303“-დან