გიორგი VIII
გიორგი VIII — გაერთიანებული საქართველოს მეფე 1446-1466 წლებში, გიორგი I — კახეთის მეფე 1466-1476 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.
გიორგი VIII | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1446 |
მმართ. დასასრული: | 1466 |
წინამორბედი: | ვახტანგ IV |
მემკვიდრე: | სამეფო დაიშალა. |
კახეთის I მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1466 |
მმართ. დასასრული: | 1476 |
წინამორბედი: | სამეფოს შექმნა. |
მემკვიდრე: | ალექსანდრე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1417 |
გარდ. თარიღი: | 1476 |
მეუღლე: |
1. თამარ ჯაყელი 2. ნესტან-დარეჯანი |
შვილები: | ალექსანდრე I |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე I დიდი |
დედა: | თამარი |
ხელმოწერა: | |
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებამის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.
გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს. ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკო ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-ს ამ არჩევანის დატკიცება. ლუდოვიკო ბოლონიელმა წარუდგინა პაპს მასთან ერთად ჩასული გიორგისა და ყვარყვარეს ქართველი ელჩები, რომელთა პაპს აღუთქვეს ყველა ქართველ მთავართა ერთიანობა:
პიუს II არჩევანს უმტკიცებს და ცდილობს ანტიოსმალური კოალიცია ევროპელ მეფეთა ჩართვით განამტკიცოს. თავის მხრივ ლუდოვიკო ბოლონიელი ამაოდ ცდილობდა საქართველოში ანტიოსმალური მიზნით მეფეთა შორის თავისივე მიერ შექმნილი ერთიანობის შენარჩუნებას.
ქართველი ელჩები ეწვივნენ არა მარტო პაპს, არამედ საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს (1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461-1482), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 161.
- აკოფაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 22-23.
გიორგი VIII დაიბადა: 1417 გარდაიცვალა: 1476
| ||
წინამორბედი: ვახტანგ IV |
საქართველოს მეფე 1446–1466 |
შემდეგი: სამეფო დაიშალა |
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა |
კახეთის მეფე 1466–1476 |
შემდეგი: ალექსანდრე I |