გიორგი (ჯამდელიანი)
ეპისკოპოსი გიორგი (ერისკაცობაში — ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი; დ. 1 ოქტომბერი, 1981, მესტია) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი. ანგელოზის დღე — 10 ივლისი [ძვ. სტ. 27 ივნისი] (ღირსი გიორგი მთაწმიდელის ხსენება); კათედრა და რეზიდენცია მარნეულში.
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
დაბადების სახელი: | ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი | ||
დაბადება: | 1 ოქტომბერი, 1981 მესტია | ||
ბერად აღკვეცა: | 2006 წლის 27 აგვისტო | ||
დიაკვნად კურთხევა: | 2006 წლის 4 დეკემბერი | ||
მღვდლად კურთხევა: | 2007 წლის 19 იანვარი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 2013 წლის 23 ნოემბერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაყოვლადუსამღვდელოესი გიორგი, ერისკაცობაში ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი, დაიბადა 1981 წლის 1 ოქტომბერს მესტიაში.
2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი გიორგი გამორჩეულ იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება 23/11/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2015-01-31.