გიორგი ცაგარელი (მწერალი)

გიორგი ცაგარელი (დ. 15 აპრილი, 1893, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1955, თბილისი) — ქართველი საბჭოთა პოეტი, მწერალი, კინოდრამატურგი და მთარგმნელი.

გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1893
ქუთაისი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, კინოდრამატურგი, მთარგმნელი

ბიოგრაფიარედაქტირება

1910 წ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა უკრაინაში. იყო ახალგაზრდა ოდესელი პოეტ-ფუტურისტების წრეში „სამხრეთ-რუსები“. მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოვიდა ყველა მათი კრებული. 1916 წ. ოდესაში დაამთავრა სერგიევსკის საარტილერიო სასწავლებელი.

1924 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ავტორია ლექსებისა და კინოსცენარებისა, ნარკვევისა „მტრის ბუნაგში“ (1948). რუსულ ენაზე თარგმნა ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები: დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე აბაშელის ლექსები, იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“, უიარაღოს „მამლუკი“; აგრეთვე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“; ეს იყო დედნიდან შესრულებული პირველი თარგმანი, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1937 წელს მოსკოვში, ხოლო მეორე გამოცემა გამოვიდა 1953 წელს, რომელიც დედანთან სიახლოვის გამო შემდგომ დიდად დაეხმარა რუსულ თუ უცხოურ ენებზე ვეფხისტყაოსნის სხვა მთარგმნელებს.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

საავტორო გამოცემარედაქტირება

  • „მტრის ბუნაგში“[1]

მონაწილე და რედაქტორირედაქტირება

  • აბრეშუმის ფარნები"[2]
  • ვერცხლის მილები[3]
  • სასწაული უდაბნოში[4]

თარგმანი ქართულადრედაქტირება

  • 1930 ი. მიკიტენკო „დიქტატურა“ (პიესა თარგმნა თბილისის დრამატული თეატრისთვის)

თარგმანები რუსულადრედაქტირება

მოღვაწეობა კინოშირედაქტირება

სცენარის ავტორირედაქტირება

ლიტერატურული კონსულტანტირედაქტირება

  • 1934 „უკანასკნელი მასკარადი“

ჯილდოები და პრემიებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „მტრის ბუნაგში“ თბ. „საბჭოთა მწერალი“. 1948
  2. Шелковые фонари. Одесса. „Спорт и наука“. 1914.
  3. Серебряные трубы. Одесса. „Спорт и наука“. 1915.
  4. „Чудо в пустыне“. Одесса. тип. С. О. Розенштрауха. 1917.
  5. Шота Руставели. Витяз в тигровой шкуре. Перевод с грузинского Георгия Цагарели под редакций Вл. Элснера. Москва. 1937.
  6. Избранные переводы: Поэты Советской Грузии — Тбилиси. „Заря Востока“. 1950.