გიორგი ფანცულაია (ქიმიკოსი)

გიორგი ფანცულაია (დ. 1911, ფოთი — გ. 1982) — ქართველი ინჟინერი, ქიმიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის ქიმიის ტექნიკუმი, ხოლო 1940 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.

1931-1933 წლებში მუშაობდა ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე კემეროვოში. 1934-1937 წლებში კონსტრუქტორად მუშაობდა სამთო-მომპოვებელ ტრესტ „ჭიათურმანგანუმის“ საპროექტო ბიუროში, 1937 წლიდან კი ბიუროს გამგედ. 1950-1958 წლებში იყო ტრესტის საპროექტო განყოფილების უფროსი. 1958-1960 წლებში იყო იმავე ტრესტის კაპმშენებლობის განყოფილების მთავარი ინჟინერი. 1960-1961 წლებში ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1961-1972 წლებში ტრესტის მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1979 წლიდან იყო მთავარი კონსტრუქტორი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ბაგირგზების სამმართველოს, აღიარებულია საქართველოში სამგზავრო ბაგირგზების მშენებლობის პიონერად. 1948 წელს მისი პროექტით ზესტაფონში აშენდა პირველი მსუბუქი ტიპის სამგზავრო ბაგირგზა. 1954 წელს ჭიათურაში მძიმე ტიპის თანამედროვე, ქანქარასებრი სამგზავრო ბაგირგზა. 1928-1980 წლებში ჭიათურაში ადგილობრივი სპეციალისტების მიერ დაპროექტებული 118 კიდული ბაგირგზიდან უმრავლესობა მისი დაპროექტებულია. მისი პროექტებით აშენდა ბაგირგზები თბილისში, ტყიბულში ახალციხეში, აბასთუმანში, გურჯაანში, ყაზბეგში, კისლოვოდსკში, სიგულდაში და სხვა. უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჭიათურის ბაგირგზების, კაბელამწეების, საბაგორი ხიდებისა და სხვა ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში. 1957 წელს იყო ბაგირგზების რომის I საერთაშორისო კონგრესის სიმპოზიუმების მონაწილე გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში და საფრანგეთში. მისი 26 საავტორო გამოგონება დანერგილია პრაქტიკაში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია თბ., 2017 გვ. 542-543

ჯილდოები

რედაქტირება
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება