გიორგი ტყემალაძე

ქართველი ინჟინერ-ტექნოლოგი და პოლიტიკოსი

გიორგი ტყემალაძე (დ. 28 აგვისტო, 1975) — ქართველი ინჟინერ-ტექნოლოგი, პოლიტიკოსი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდან დღემდე.

გიორგი ტყემალაძე
თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2021-დან
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ტყემალაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 2021
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე, ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული28 აგვისტო, 1975 (1975-08-28) (49 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პროფესიაინჟინერ-ტექნოლოგი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ტყემალაძე დაიბადა 1975 წლის 28 აგვისტოს. სწავლობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1998-2000 წლებში იყო საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმო „ჩალას-ვაინსის" მენეჯერი. 2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე. 2002-2003 წლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პირველი მოადგილეა, 2003-2004 წლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, 2004-2006 წლებში საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2006-2008 წლებში მუშობდა შ.პ.ს. "ვეტპრეპარატის" დირექტორად.

გიორგი ტყემალაძე 2007 წლიდან პოლიტურ საქმიანობაში ჩაება და 2007-2008 წლებში „თოფაძე - მრეწველების" პროპორციული საარჩევნო სიით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა. 2008-2010 წლებში იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი და საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 2010 წლიდან დღემდე - ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის წევრი. 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი. 2010-2012 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე.

2012-2014 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი - თავმჯდომარის მოადგილე, 2012 ელიდან დღემდე - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს წევრი- თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2017 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი ტყემალაძე - საკრებულოს თავმჯდომარე. tbsakrebulo.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.