გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში (დ. 26 მარტი, 1977) — საქართველოს სახალხო დამცველი 2009-2012 წლებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 2012 წლის 20 სექტემბრიდან – 25 ოქტომბრამდე.
გიორგი ტუღუში | |
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 სექტემბერი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ხათუნა კალმახელიძე |
მემკვიდრე | სოზარ სუბარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 სექტემბერი, 2009 – 20 სექტემბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური, ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | სოზარ სუბარი |
მემკვიდრე | უჩა ნანუაშვილი |
დაბადებული | 1977 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიღებული აქვს ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში.
1999-2000 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი. 2000-2002 წლებში ტუღუში იყო ურბანული ინსტიტუტი/USAID-ის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2003 წლის მაისამდე იგი თავისუფლების ინსტიტუტში მედია პროექტების კოორდინატორი იყო. 2003 წელს დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად სამართლებრივ საკითხებში. 2004 წლის მუშაობდა ადამიანის უფლებათა თანამშრომლად ეუთოს მისიაში საქართველოში. ომბუდსმენის პოსტზე დანიშნვამდე მუშაობდა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში, რომლის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდა იყო. ასევე იყო ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი.
2009 წელს აირჩიეს საქართველოს სახალხო დამცველად[1] 2011 წლის 18 ოქტომბერს ის გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
2012 წლის 20 სექტემბერს, გლდანის ციხის სკანდალის შემდეგ დაინიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.[2] ამ თანამდებობაზე იყო იმავე წლის 25 ოქტომბრამდე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ტუღუში — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ტუღუში — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ხათუნა კალმახელიძე |
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი 2012 |
შემდეგი: სოზარ სუბარი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა შეარჩია. სივილ.გე, 28 ივლისი 2009.
- ↑ სააკაშვილმა გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . „სივილ ჯორჯია“. 20 სექ.'12.