ხათუნა კალმახელიძე

ხათუნა კალმახელიძე (დ. 11 თებერვალი, 1979, თბილისი) — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 2009–2012 წლებში.

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 2009 – 19 სექტემბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
მემკვიდრეგიორგი ტუღუში

დაბადებული11 თებერვალი, 1979
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებაჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

2001–2005 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის წოდება. 2005-2007 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება.

2004–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით. 2008-2009 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2009 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2012 წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, გადადგა თანამდებობიდან.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
2009-2012
შემდეგი:
გიორგი ტუღუში