გიორგი რცხილაძე (აგრონომი)
გიორგი რცხილაძე (დ. 21 აგვისტო, 1892, ზაქათალა — გ. 9 დეკემბერი, 1959) — ქართველი აგრონომი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1916 წელს დაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1929-1939 წლებში ეკავა სხვადასხვა სამეცნიერო-პადაგოგიური და ადმინისტრაციული თანამდებობები. 1939-1955 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორად; 1946-1959წწ. - საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია) საკვებპროდუქტების განყოფილების გამგედ; სწავლობდა საქართველოში მეცხოველეობის საკვები ბაზის ორგანიზაციის პრობლემებს, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებს და სხვა. ავტორია წიგნისა „მწვანე კონვეირი“ (1953).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 759, ISBN 99928-20-32-2.
- ქეშელაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 521.