გიორგი (ჯამდელიანი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპო
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ეპისკოპოსი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გიორგი.

ეპისკოპოსი გიორგი (ერისკაცობაში — ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი; დ. 1 ოქტომბერი, 1981, მესტია) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი. ანგელოზის დღე — 10 ივლისი [ძვ. სტ. 27 ივნისი] (ღირსი გიორგი მთაწმიდელის ხსენება); კათედრა და რეზიდენცია მარნეულში.

ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი
გიორგი (ჯამდელიანი)
დროშა
დროშა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
დაბადების სახელი: ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი
დაბადება: 1 ოქტომბერი, 1981 (1981-10-01) (43 წლის)
მესტია
ბერად აღკვეცა: 2006 წლის 27 აგვისტო
დიაკვნად კურთხევა: 2006 წლის 4 დეკემბერი
მღვდლად კურთხევა: 2007 წლის 19 იანვარი
ეპისკოპოსად კურთხევა: 2013 წლის 23 ნოემბერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი, ერისკაცობაში ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი, დაიბადა 1981 წლის 1 ოქტომბერს მესტიაში.

2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი გიორგი გამორჩეულ იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
  2. პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება 23/11/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2015-01-31.