გიორგი დარისპანაშვილი

გიროგი დარისპანაშვილი (დ. 11 ივნისი, 1905, თბილისი, — გ. 4 აპრილი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).

სასცენო მოღვაწეობა 1920 წელს დაიწყო. 1927-1928 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში, 1928-1933თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1933-1936 ველისციხისა და ჭიათურის თეატრების, ხოლო 1936-1960 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იყო. შეასრულა როლები: შამილი (იონა ვაკელის „შამილი“), ლადო კეცხოველი (ბ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), ბიძინა ჩოლოყაშვილი (აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ინსცენირება) და სხვა.

მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დადგა: სიმონ მთვარაძის „აურიე რგოლი“, ალექსანდრე კაჭკაჭიშვილის „პარტიზანების“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“ ინსცენირება და სხვა. გიორგი დარისპანაშვილი ათამდე პიესის ავტორია, აღსანიშნავია „ხიდქვეშ“, „ძმები“, „ტყის მეგობარი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება