სიმონ მთვარაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთვარაძე.

სიმონ ვასილის ძე მთვარაძე (დ. 1905, საგარეჯო — გ. 24 აპრილი, 1968, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

სიმონ მთვარაძე
დაბადების თარიღი 1905
დაბადების ადგილი საგარეჯო, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1968(1968-04-24)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 1928 წელს. წლების მანძილზე იყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. დრამატურგის მრავალმა პიესამ მოიარა საქართველოს ყველა თეატრი, ხოლო პიესები „შლეგი“ და „მთაგრეხილზე“ დიდხანს არ ჩამოსულა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენიდან. აღსანიშნავია რომ ს. მთვარაძის მიერ დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით დაწერილმა პიესამ „სურამის ციხე“ ხელი შეუწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდული კოლექტივის დიდ წარმატებას მოსკოვში, სადაც 1941 წელს გაიმართა მოზარდ მაყურებელთა თეატრების საკავშირო დეკადა.

მკითხველთა მოწონებით სარგებლობდა მწერლის პროზაული ნაწარმოებებიც: მოთხრობები „ამბავი ივრის ხეობაში“, „ფალავანი“, რომანები „ლეკთა სარძლო“, „მძლეთა მძლე“, „ჩაშლილი ქორწილი“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 271, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება