გიორგი აკოლაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი აკოლაშვილი (დ. 1929, ველისციხე — გ. 1992) — ქართველი დირიჟორი, მომღერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მღეროდა ფირუზ მახათელაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ თელავის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლში 1946-1947 წლებში. ამავე წლებში მან საჯარო კონცერტზე უხელმძღვანელა თელავის პედინსტიტუტის მომღერალთა გუნდს, რაც განაპირობა მისი შემდგომი მუსიკალური მოღვაწეობა.[1] 1948 წელს სწავლა დაიწყო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლა ინტერნატში, ჯერ ვოკალურ განყოფილებაზე სადაც მისი პედაგოგი იყო სანდრო ინაშვილი, ხოლო შემდეგ, საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე პედაგოგ გიორგი ხახანაშვილთან. 1949-1955 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა მსახიობ-მომღერლად სახელმწიფო კაპელაში. რკინიგზის მეათე საშუალო სკოლაში ხელმძღვანელობდა გუნდს, ასევე აგრძელებდა სხვადასხვა სასკოლო გუნდებში მუშაობას, რის შედეგადაც 43-ე საშუალო სკოლის გუნდმა და სიმფონიურმა ორკესტრმა ოპერის თეატრში გამართულ რესპუბლიკურ ფესტივალზე პირველობა მოიპოვა.[1] 1955 წლიდან მუშაობდა დირიჟორობის პედაგოგად კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში. მცხეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი წარმატებით გამოვიდა მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, ასევე გამოიყვანეს სპორტის სასახლეში საბჭოთა საქართველოს 40 წლის აღსანიშნავ ზეიმზე.[1] 1965 წელს სიმღერის დღესასწაულზე წარმატებით უხელმძღვანელა თბილისის კიროვის რაიონის მომღერალთა ნაკრებ გუნდს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანდრი ალანია, „ხალხური სიმღერის მოამაგენი“, 2007, თბილისი, გვ. 42

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010360/ ბიოგრაფია