გიორგი ხახანაშვილი
გიორგი ხახანაშვილი (დ. 24 ივნისი, 1906, გორი — გ. 14 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი ლოტბარი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1949).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1935 წელს კი მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტი. 1935 წელს მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა საგუნდო–სადირიჟორო განყოფილება, 1948 წლიდან ის უკვე იყო საგუნდო–სადირიჟორო კათედრის გამგე; შემდეგ წლებში გაიხსნა სამუსიკო სასწავლებლებისა და ცენტრალური სამუსიკო სკოლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილებები; 1939–1943 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებული საგუნდო კაპელის მთავარი ლოტბარი, 1947–1952 წლებშისაქართველოს სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. ფალიაშვილი, ა. კავსაძე, გ. ბაქრაძე, ჯ. კახიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკულია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447.
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 333