გიორგი სიმონის ძე აბაშვილი (დ. 8 იანვარი, 1910, თბილისი ― გ. 26 სექტემბერი, 1982, ლენინგრადი) — ქართველი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, საბჭოთა ვიცე-ადმირალი (1955), სამხედრო-საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი (1964).[1]

გიორგი აბაშვილი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1910
დაბადების ადგილი ტფილისი
ტფილისის გუბერნია
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 სექტემბერი, 1982
გარდაცვალების ადგილი ლენინგრადი
რსფსრ
საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო-საზღვაო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1927–1971
წოდება
ბრძოლები/ომები სსრკ-ფინეთის ომი
მეორე მსოფლიო ომი
კარიბის კრიზისი
ჯილდოები ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი ნახიმოვის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი
სამსახურიდან გადადგომა 1971

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1931) და დაინიშნა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან „ვოლოდარსკის“ შტურმანად. 1932–1934 წლებში საესკადრო ნაღმოსან „ლენინის“ შტურმანი იყო, 1935–1936 ― სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936 ― საგუშაგო ხომალდ „პურგას“, ხოლო 1939 ― საგუშაგო ხომალდების დივიზიონის მეთაური. მონაწილეობდა ფინეთის წინააღმდეგ ომსა და მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონს, იყო ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე; თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის ბრძოლაში. 1962 წ. კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. იმავე წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის ორდენებითა და მედლებით.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყურაშვილი გ., სამშობლოს ერთგული შვილები, თბ., 1965;
  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (12 ივნისი, 2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — გიორგი აბაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.