გივი ჭიჭინაძე (მომღერალი)

(გადამისამართდა გვერდიდან გივი ჭიჭინაძე (პოლიტიკოსი))

გივი ჭიჭინაძე (დ. 2 ივლისი, 1959, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი. ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი. ვაკის რაიონის გამგებელი 2014-2015 წლებში, იმერეთის მხარის გუბერნატორი 2015-2018 წლებში. საქართველოს 2 მოწვევის (2018, 2020) პარლამენტის წევრი.

გივი ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1959 (1959-07-02) (65 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ბიოგრაფია

რედაქტირება

1992 წელს დაამთავრა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტექნიკის საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის ინჟინერ-კონსტრუქტორის ფაკულტეტი. 1996–1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 1998–2000 წლებში იკავებდა „წითელი ხიდის“ საბაჟო–გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობას.

1992 წლიდან დღემდე არის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი. 1997 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ხოლო 1998 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

2012–2013 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი.

2014-2015 წლებში იყო თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი, 2015-2018 წლებში იმერეთის მხარის გუბერნატორი. 2018-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის, ვანის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება