გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

(გადამისამართდა გვერდიდან გივი მარგველაშვილის პრემია)

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია — პირველი ქართულ-გერმანული პრემია, რომელიც გადაეცემოდა ქართველ კულტურის მოღვაწეებს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის.[1]

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
ჯილდო „ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის“
წარადგენს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა თბილისი
პირველად გადაეცა 2013
ბოლოს გადაეცა 2018

დაწესდა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის მიერ 2013 წელს.[2]

პრიზს ყოველწლიურად გასცემდა 5 კაციანი დამოუკიდებელი ჟიური, DVV International-ის რეგიონული ოფისისა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის თაოსნობით.[3]

2013 წელს პრემიის პირველი ლაურეატი თავად გივი მარგველაშვილი გახდა. დაჯილდოების ცერემონია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა.[4]

2018 წელს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გაუქმდა.

ლაურეატები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართულ-გერმანული კულტურული პრემია. ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. გივი მარგველაშვილის დაჯილდოება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (31 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  3. გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია — 2014. ევროკავშირი საქართველოსთვის. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2020.
  4. გიორგი გვახარია. (10 თებერვალი, 2013) გივი მარგველაშვილის პრემია - გივი მარგველაშვილს. „რადიო თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.