ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი (დ. 8 ივნისი, 1983, თბილისი, საქართველო) — გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი.
ნინო ხარატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ივნისი, 1983[1] [2] [3] (41 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
საქმიანობა | მწერალი[4] [5] , რეჟისორი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი[6] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
Magnum opus | მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის) |
ჯილდოები | ანა ზეგერსის პრემია, Adelbert von Chamisso Prize (award of sponsorship), გივი მარგველაშვილის პრემია და კარლ ცუკმაიერის მედალი |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში.
1995–97 წლებში სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და VI გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.
2005 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით ,,მტრედები“, დიპლომი დაიცვა თბილისში, ხოლო 2007 წელს, ,,მედეას“ საკუთარი ვერსიით, ჰამბურგის თეატრის აკადემია დაამთავრა.
2006 წელს გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე.
2008 წელს, ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარი პიესის სცენაზე განხორციელებისთვის ბევრი იბრძოლა. საბოლოოდ, მისი პიესა, სახელწოდებით ,,Z“, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. ასევე მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზს „აგონიის“ დადგმისათვის ჰამბურგის „ლიხტჰოფის“ თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის „ლივ შტაინი“. სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა ,,ფერლაგ დერ აუტორენ“–ის ყურადღება."
2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.
ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
2023 წლის იანვარში ნინო ხარატიშვილი დაჯილდოვდა სალიტერატურო პრემიით — კარლ ცუკმაიერის მედლით. [წყარო არ არის მითითებული 674 დღე]
ნამუშევრები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირებაპიესები და ინსცენირებები
რედაქტირება- 2006 — „Z“, ჰამბურგი, თეატრი თალია.
- 2007 — სადიპლომო დადგმა: „ჩემი და შენი გული — მედეა“. ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.
- 2007 — „Le petit Maitre“, კასელის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი იეტე შტეკელი.
- 2007 — „აგონია“, ავტორსეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი
- 2008 — „დაღლილი ადამიანები - ერთ სივრცეში“ – ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2008 — „ზელმა“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი.
- 2009 — „ლივ შტაინი“, ავტორისეული დადგმა. ქალაქ ჰაიდელბერგის თეატრი.
- 2009 — „ალჟირი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2009 — „ჯორჯია“, ვენაში გამართული ავტორთა ფესტივალი: დრამატული თხრობა დღეს. დამდგმელი რეჟისორი: ჰანან იშაი.
- 2010 — „რისხვა“, დამდგმელი რეჟისორი: ფელიქს როთენჰოისლერი. გიოტინგენი, გერმანული თეატრი.
- 2010 — „Radio Universe“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი. ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.
- 2010 — „ჩემი უსაშინლესი ბედნიერების წელიწადი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2011 — „ლივ შტაინი“, ავტორისეული დადგმა. სამეფო უბნის თეატრი[10].
- 2012 — „კოკორო“, ავტორისეული ქართულ-გერმანულენოვანი დადგმა, საარბრიუკენის თეატრი [11]
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- 2008 — როლფ-მარესის პრიზი (პიესიათვის აგონია)
- 2008 — ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზი (პიესისათვის ლივ შტაინი)
- 2010 — ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია
- 2011 — გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემია (რომანისათვის ჩემი ნაზი ტყუპისცალი)
- 2016 — გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხელოვანი უცხოეთში
- ნინო ხარატიშვილი
- ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი
- მისი ნაზი ტყუპისცალი დაარქივებული 2012-12-13 საიტზე Wayback Machine.
- ჟუჟა, ჯუჯა თუ სიტყვებს შორის დაკარგული და კვლავ ნაპოვნი აზრი
- ქართველი გერმანელი
- ლივ შტაინის შესახებ
- Ninia Haratischwili
- Роковая любовь в романе немецкой грузинки
- au:Haratischwili, Nino
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #124712193 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Escalona F. Nino Haratschwili : « En Géorgie, les jeunes sont libérés du passé soviétique » // Mediapart — 2024. — ISSN 2100-0735
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Juja Roman | WorldCat.org. ციტირების თარიღი: 1 დეკ. 2024.
- ↑ Mein sanfter Zwilling Roman | WorldCat.org. ციტირების თარიღი: 1 დეკ. 2024.
- ↑ Das achte Leben (Für Brilka) : Roman | WorldCat.org. ციტირების თარიღი: 1 დეკ. 2024.
- ↑ პრემიერა - ლივ შტაინი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-13. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- ↑ Kokoro