გოგი გვახარია

ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, კრიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი გვახარია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვახარია.

გიორგი (გოგი) გვახარია (დ. 7 მარტი, 1957, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,[1] ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გოგი გვახარია
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1957(1957-03-07) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ჯილდოები პრემია „საბა“

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი გვახარია დაიბადა 1957 წლის 7 მარტს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.[1] 1980-1996 წლებში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტში.[2] 1983-1987 წელბში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1980 იანი წლების პირველ ნახევარში აირჩიეს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრად. 2003-2011 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 1997-2005 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ მიჰყავდა საავტორო გადაცემა „ფსიქო“; 1988-2014 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი — 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იმავე წელს გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა.[3]

გოგი გვახარიას 2006 წლიდან მიჰყავს რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი გადაცემა „წითელი ზონა“. მისი პუბლიკაციები აქტიურად იბეჭდება რადიო თავისუფლების ქსელურ გვერდზე და ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“. იყო ამავე ჟურნალის დამატება „კინოს“ მთავარი რედაქტორი. გვახარიას ყოველწლიურად მიჰყავს რეპორტაჟი კანის კინოფესტივალიდან.[4]

გამოცემული აქვს ორი წიგნი: „ცრემლიანი სათვალე“ (2013)[5] და „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ (2019).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 გოგი გვახარია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  2. გოგი გვახარიას მოკლე ბიოგრაფიული ცნობარი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  3. პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია. „ტაბულა“ (23 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  4. გოგი გვახარიას ბიოგრაფია. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  5. გოგი გვახარიას წიგნის პრეზენტაცია. Netgazeti.ge (19 ივლისი, 2013). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.