ეფრემი (ლომიძე)

ქართველი თეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან გივი ლომიძე)

იღუმენი ეფრემი (ერისკაცობაში - გივი გონერის ძე ლომიძე; დ. 2 მაისი, 1983, ხარაგაული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო პირი, თეოლოგი, თეოლოგიის ჰაბილიტირებული დოქტორი (doctor habilitatus), პროფესორი, მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის წევრი 2019 წლის მარტიდან.

ეფრემ (გივი) ლომიძე
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1983 (1983-05-02) (41 წლის)
ხარაგაული, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
საქმიანობა თეოლოგი, სასულიერო პირი
წოდება თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გივი ლომიძე დაიბადა 1983 წლის 2 მაისს, ხარაგაულში. 2000 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 2004 წელს დაასრულა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.

2008-2014 წლებში სწავლობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბავარიაში, აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმ. Katholische Universität Eichstätt-Ingolstadt) თეოლოგიის ფაკულტეტზე. 2014 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პატროლოგიისა და უადრესი ეკლესიის ისტორიის კათედრაზე. 2015 წელს, ბერლინში, გერმანულ ენაზე, წიგნად გამოსცა სადოქტორო ნაშრომი, რის საფუძველზეც მიენიჭა თეოლოგიის მეცნიერებთა დოქტორის აკადემიური ხარისხი (Dr. theol.).[1][2]

გივი ლომიძე 2015 წლიდან იყო ავსტრიაში ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის ჰაბილიტანტი. 2016 წლის ივნისში დაინიშნა თრუმაუს საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში ეკლესიის ისტორიის პედაგოგად. 2017 წლის 30 მარტს, გერმანელ პროფესორთან ერთად, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დააფუძნა „იოანე დამასკელის სახელობის ვენის სტუდენტური სახლი“.[3] გივი ლომიძე 2019 წლის ივნისიდან „წმიდა ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლურ-დასავლური სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია.[4] 2019 წლის მარტში აირჩიეს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის (European Academy of Sciences and Arts) წევრად.[5] 2021 წლის 15 ივნისს, ვენის უნივერსიტეტში, დაასრულა ჰაბილიტაციის პროექტი თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობის ისტორიულ-საღვთისმეტყველო რეკონსტრუქცია. საკითხი ანტიოქიურ-პეტრესეული მემკვიდრეობის ტრადიციის შესახებ მეთორმეტე საუკუნემდე არსებული წყაროების მიხედვით“. ამის საფუძველზე მას მიენიჭა მაღალი სამეცნიერო ხარისხი (Lehrbefähigung: facultas docendi) ღვთისმეტყველების დარგში.[6]

სასულიერო ცხოვრება

რედაქტირება

გივი ლომიძე 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის საკათედრო ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის მმართველი მღვდელმთავრის დოსითეოსის (ბოგვერაძე) მიერ დადგენინ იქნა საბერე მორჩილად და იმავე წლის 14 აპრილს ჰიპოდიაკვნად. იგი 2020 წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ ბრიუსელში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა წმიდა ეფრემ ასურის სახელი. იმავე წლის 20 სექტემბერს ბერი ეფრემი აგრეთვე ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა ბრიუსელის საკათედრო ტაძარში.[7]

ბერდიაკონი ეფრემი 2021 წლის 29 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ შიომღვიმის მონასტრის ლავრაში ხელდასხმულ იქნა მღვდელად და დაინიშნა ბელგიის ქალაქ ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის სახელობის საკათედრო ტაძარში.[8] 2024 წლის 9 ივნისს მღვდელმონაზონ ეფრემს ბრიუსელის საკათედრო ტაძარში, მმართველი მღვდელმთავრის, ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ მიენიჭა იღუმენის წოდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

პუბლიკაციები

რედაქტირება

იღუმენი ეფრემი (ლომიძე) არის რამდენიმე სამეცნიერო თეოლოგიური მონოგრაფიის, პუბლიკაციის, სტატიისა და სამეცნიერო მოხსენებების ავტორი ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. არის საერთაშორისო თეოლოგიური სემინარების ორგანიზატორი სხვადასხვა ქვეყანაში.[9][10]

პუბლიკაციების სრული ჩამონათვალი იხ.: P. PD Dr. habil. Ephräm Givi Lomidze - STEP | St. Ephräm (step-wien.at)

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • Die früheste georgische Rezeption des Weihnachtskanons des Johannes von Damaskus in den Textversionen des Iovane Zosime, des Mikael Modreḳili, des ältesten georgischen Menaions und des Giorgi Mtac̣mideli. Einleitung – Text – Übersetzung – Kommentar (Forum Orthodoxe Theologie 14), ბერლინი. 2015.[11]
  • Historisch-theologische Rekonstruktion des apostolischen Ursprungs der Kirche Georgiens. Zur Frage der Tradition der antiochenisch-petrinischen Sukzession auf der Basis der Quellen bis Mitte des 12. Jahrhunderts (Theologische Orient&Okzident Studien 4), St. Ottilien 2022.[12]

ჯილდოები

რედაქტირება

2023 წლის 16 ივნისს, ეფრემ ლომიძეს, „ქრისტიანული აღმოსავლეთის შემსწავლელი საზოგადოების (GSCO)“-ის მიერ მიენიჭა პრიზი 2022 წელს წიგნად გამოცემული საჰაბილიტაციო ნაშრომისთვის „საქართველოს ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობის ისტორიულ-საღვთისმეტყველო რეკონსტრუქცია“.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Givi LOMIDZE -European Academy of Sciences and Arts. members.euro-acad.eu. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  2. Givi Lomidze - lit verlag. www.lit-verlag.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-15. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  3. Wiener Studienhaus Johannes von Damaskus. w-studienhaus-johannesdamaskus.jimdo.com. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  4. Wissenschaftliches Zentrum für Orient&Okzident-Studien. www.step-wien.at. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  5. Givi LOMIDZE -European Academy of Sciences and Arts. members.euro-acad.eu. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  6. Habilitationen. okk-ktf.univie.ac.at. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2021.
  7. Auf viele Jahre für Ephräm Lomidze: Ehemaliger Kollegiat zum Mönch und Diakon geweiht. www.collegium-orientale.de. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
  8. ვენაში მოღვაწე ქართველი თეოლოგი, გივი ლომიძე, მღვდლად აკუთხეს. khashurinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-02. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2021.
  9. მეთერთმეტე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში. khashurinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  10. საერთაშორისო კონფერენცია „ერთნი ნათლობაში“. sabauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  11. Lomidze, Givi - Monographie. edoc.ku-eichstaett.de. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  12. Lomidze, Givi - Monographie. www.step-wien.at. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2023.
  13. Pater Ephrem Lomidze Has Been Awarded an Academic Prize. iti.ac.at. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2023.