გიგა ჯაფარიძე
გიგა შალვას ძე ჯაფარიძე (დ. 29 მაისი, 1924, ონი — გ. ნოემბერი, 2003) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). 1959 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა სახალხო თეატრი ამბროლაურში.
გიგა ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 მაისი, 1924 ონი |
გარდაცვალების თარიღი | ნოემბერი, 2003 |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წლიდან იყო ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისთვის დამახასიათებელი იყო უშუალობა, სცენური სიმართლე, მკაფიო მეტყველება, გარდასახვის უნარი. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ბესიკი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“), ვ. კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ჰამლეტი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი“), ესოპე (გ. ფიგეირედუს „მელა და ყურძენი“), და სხვა. ამბროლაურისა და ონის სახალხო თეატრების სცენაზე დადგა მრავალი პიესა. ააღორძინა მივიწყებული ქართული ხალხური საკრავი გუდასტვირი, რომლის საუკეთესო შემსრულებელი თვითონვე იყო. ავტორია პიესებისა „ნაძვნარის საიდუმლო“, „ღატაკი მილიონერი“, „ხიბლი წუხილისა“, „ოი, დედა ენა!“, „კლდებოძალის ვარსკვლავი“. გადაღებულია ფილმში „ერთ პატარა ქალაქში“ (მოხუცი, 1986). არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის (1958) დიპლომანტი, საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 543.