გიგანტური მეღამურა
გიგანტური მეღამურა (ლათ. Nyctalus lasiopterus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ამიერკავკასიაში; საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, აფხაზეთში. ბინადრობს ტყეებში, კულტურულ ლანდშაფტებში. ცხოვრობს ხის ფუღუროებში. მეღამურებს შორის ყველაზე დიდია (წინამხრის სიგრძეა 68–69 სმ). აქვს წვრილი, გრძელი და წამახვილებული ფრთები. ივნისში შობს 1–2 ნაშიერს. საკვების საძებნად გამოდის მზის ჩასვლის შემდეგ. იკვებება დიდი ხოჭოებით, ღამის პეპლებით. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით. იშვიათი ცხოველია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.
გიგანტური მეღამურა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Nyctalus lasiopterus (Schreber, 1780) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
Nyctalus siculus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 14918 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სალაყაია ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 613.