მეღამურა (ლათ. Nyctalus) — ძუძუმწოვრების გვარი ღამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ევრაზიის ფოთლოვან ტყეებში. ცხოვრობენ კოლონიებად ხის ფუღუროებში. იკვებებიან უმთავრესად ხოჭოებით. გვარში 6 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3: მცირე მეღამურა (Nyctalus leisleri), გიგანტური მეღამურა (Nyctalus lasiopterus) და ქარცი მეღამურა (Nyctalus noctula). მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.

მეღამურა
ქარცი მეღამურა (Nyctalus noctula)
ქარცი მეღამურა (Nyctalus noctula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხელფრთიანები
ოჯახი:  ღამურასებრნი
გვარი:  მეღამურა
ლათინური სახელი
Nyctalus (Bowdich, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება