გვესო
გვესო — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში (ქვედა ცაგერის ტერიტორიული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
გვესო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვედა ცაგერი |
კოორდინატები | 42°38′48″ ჩ. გ. 42°44′59″ ა. გ. / 42.64667° ჩ. გ. 42.74972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
მოსახლეობა | 135[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 135 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 221 | 109 | 112 |
2014[1] | 135 | 70 | 65 |
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებასოფლის განაპირას, კლდოვან ხელოვნურად მოსწორებულ პლატოზე, ძლიერ დაზიანებული სახით შემორჩენილია გვესოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში კარიბჭისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთია, სამხრეთით, ხეობისკენ, კოშკია, ხოლო შუაში — ნანგრევებად ქცეული სამეკლესიანი ბაზილიკა. შუა, მთავარი ეკლესიის ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი ღრმაა და ფართო. გვერდის ეკლესიები აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე ნახევარწრიული აფსიდებით. სამივე აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. გადახურული იყო კამარით. კედლის წყობის ხასიათით, გეგმითა და აფსიდების მოხაზულობით ძეგლი IX–X საუკუნეებით თარიღდება. გალავნის გარეთ აღმართული, გეგმით კვადრატული კოშკი ნაგებია საშუალო სიდიდის რუხი ფერის ქვით, კუთხეებში სიმაგრისათვის ქვის მსხვილი ბლოკებია დატანებული. იგი უფრო ძველი ნაგებობის ადგილზე დგას.
სოფლის დასავლეთით, კონცხზე, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში, ძველი ციხის ნაშთია. სოფელში არის კიდევ ერთი სიმაგრე, ზემოთ აღნიშნულ ციხეთა გზასაყარზე. ადგილობრივები მას „სოსილეთის ციხეს“ უწოდებენ და გადმოცემით, „თათრებისაგან“ დასაცავად აუშენებიათ ჩარკვიანებს. ციხეში გამოედინება ყინულივით ცივი წყალი, რომელზედაც ოთხკუთხა კოშკია (6 × 5,5 მ) დაშენებული, მის შიგნით ჭაა მოწყობილი. გარს ერტყა ბურჯებით გამაგრებული გალავანი, რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია, მონგრეულია აგრეთვე კოშკის ზედა სართულები და სამხრეთი კედელი.
გვესოში 1988 წელს აღმოჩნდა ბრინჯაოს განძი (კოლხური ცული და სხვ.), რომელიც ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 609.
- ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17264
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17265
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17266
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17268
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II