გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გვერდისუბანი — ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მთა ბარძიმ-ჯვარის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ბორჯომიდან 32 კილომეტრი. წარმოადგენდა თემის ცენტრს, რომელშიც შედიოდა სოფლები: ვარდევანი, მაჭარწყალი, ღვთისმშობელი, წინუბანი. როგორც სოფელი გვერდისუბანი, ასევე მის თემში შემავალი სოფლების უმრავლესობა ამაჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. დასახლებული სოფლები კი შედიან ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 34[2] |
2014 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 141.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.