გველის ხავსი
გველის ხავსი (Lycopodium clavatum) — მრავალწლოვანი მცენარე ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახისა.
გველის ხავსი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კლასიფიკაცია მითითებული არ არის! | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Lycopodium clavatum | ||||||||||
|
აქვს უხვად შეფოთლილი, 1–2 მ სიგრძის ღერო და აღმამდგომი დატოტვილი ყლორტები. ზოგიერთ ყლორტს ზედა ნაწილში გამოაქვს ყუნწი, რომელზედაც 1–2,- ან 3–4-სპორიან თავთავს იკეთებს. სპორები მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში (ბალკანეთი), მცირე და აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარაში გვხვდება. იზრდება დაბლობიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე და შქერიანებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.