გეორგი კისტიაკოვსკი
გეორგი ( ჯორჯ ) კისტიაკოვსკი ( უკრ. Георгій Богданович Кістяківський ;ინგლ. George Kistiakowsky ; დ. 18 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1900, ბოიარკა, კიევის მაზრა, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 7 დეკემბერი, 1982, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ ) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ქიმიკოსი. მანჰეტენის პროექტის მონაწილე, პირველი ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1939) , ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1960). პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის სამეცნიერო მრჩეველი.
გეორგი კისტიაკოვსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1900[1] |
დაბ. ადგილი | Tarasivka, Kievsky Uyezd, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 7 დეკემბერი, 1982[2] [3] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბირთვული ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | პრინსტონის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
მამა | Bogdan Kistyakovsky |
დედა | Maria Berenstamm |
შვილ(ებ)ი | Vera Kistiakowsky |
ჯილდოები | უილარდ გიბსის ჯილდო, მეცნიერების ეროვნული მედალი, ასწლეულის პრემია, ფრანკლინის მედალი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, პრისტლის მედალი[4] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[5] , პიტერ დებაის პრემია ფიზიკურ ქიმიაში[6] , Charles Lathrop Parsons Award[7] და უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი[8] |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები და ფორმირება
რედაქტირებადაიბადა კიევის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ბოგდან კისტიაკოვსკის და მარია კისტიაკოვსკაიას (დაბ. ბერენშტამი) ოჯახში; ცნობილი ადვოკატის და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე კისტიაკოვსკის შვილიშვილი და მართლმადიდებელი ფილოსოფოსის ორესტ ნოვიცკის შვილთაშვილი. მისი უმცროსი ძმა იყო ალექსანდრე კისტიაკოვსკიი (1904-1983) — საბჭოთა და უკრაინელი ბიოლოგი, ორნიტოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სწავლობდა მოსკოვის კერძო გიმნაზიაში, თუმცა 1917 წელს ბოლო კურსზე გადავიდა კიევში . 1918 წლის შემოდგომაზე შეუერთდა თეთრ არმიას და მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში 1920 წლის შემოდგომამდე. ყირიმიდან ევაკუირებული იყო თურქეთში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად იუგოსლავიაში გადავიდა ბიძასთან.
1921 წელს ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც სწავლის სრული კურსი 3,5 წელიწადში დაასრულა და 1925 წელს გერმანელი ქიმიკოსის და ფიზიკოსის მაქს ბოდენშტეინის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა სინათლის დახმარებით ქლორის ოქსიდის დაშლის პრობლემას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დარჩა სამუშაოდ ბოდენშტეინთან, რომლის რეკომენდაციითაც 1926 წლის იანვარში სტიპენდიანტის რანგში გაგზავნეს პრინსტონის უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. .ტეილორთან. აქ მან დაიწყო ადსორბციის და კატალიზის პრობლემების შესწავლა, მაგრამ ტეილორის რჩევით მან დაწერა წიგნი ფოტოქიმიის შესახებ— "ფოტოქიმიური პროცესები", რომელიც გამოქვეყნდა 1928 წელს ამერიკის ქიმიური საზოგადოების მონოგრაფიების სერიაში. ამ კვლევის გამოქვეყნებამ ახალგაზრდა მეცნიერს აღიარება და პოპულარობა მოუტანა ფოტოქიმიის დარგში. 1930 წლიდან ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში.
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირება1933 წელს გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის დოცენტი. კისტიაკოვსკის ინტერესების სფერო ეხებოდა თერმოდინამიკას, სპექტროსკოპიას, ქიმიურ კინეტიკას.[9]
მეორე მსოფლიო ომის დროს დაკავებული იყო მხოლოდ სამხედრო საკითხებით. 1940 წლის ივლისში იგი გახდა ეროვნული თავდაცვის კვლევის კომიტეტის სამმართველოს კონსულტანტი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფეთქებადი ნივთიერებების შემუშავება და ხელმძღვანელობდა A-1 განყოფილებას, ხოლო 1942 წელს — მე-8 განყოფილებას, სადაც მონაწილეობდა ასაფეთქებელი ნივთიერებების შექმნითა და გამოცდით, მათი ზემოქმედების შესწავლით. გარემოზე და რაკეტის საწვავის შემუშავებით. 1941 წლიდან კისტიაკოვსკი იყო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ატომური ენერგიის კომიტეტის წევრი; უშუალოდ იყო ჩართული იყო მუშაობასი, რომელიც წინ უძღოდა მანჰეტენის პროექტს. ამ დროს კისტიაკოვსკი და მისი თანამშრომლები იკვლევდნენ ჰექსოგენს და მისი დიდი რაოდენობით წარმოების გზებს. 1943 წელს დაიწყო B კომპოზიციის ფართომასშტაბიანი წარმოება, რომელიც შედგებოდა RDX და TNT და ტორპექსისგან. მან ასევე შექმნა სპეციალური ასაფეთქებელი ნივთიერება ჩინელი პარტიზანებისთვის: ეს იყო ოქტოგენის და Aunt Jemima-ს ბლინის ფქვილის ნარევი, რომელიც ძლიერი მომწამვლელი არ იყო ეპიზოდური გამოყენებისთვის. ჩვეულებრივი ფქვილის საფარქვეშ პარტიზანებს შეეძლოთ ნარევის კონტრაბანდული გადატანა იაპონური საგუშაგოების გავლით [10] და თუ ასეთი „ფქვილი“ ჩავარდებოდა უბრალო ადამიანების ხელში, მასობრივი მოწამვლა არ მოხდებოდა.
1943 წელს მან კონსულტაცია გაიარა ლოს ალამოსის ლაბორატორიაში. იყენებდა რენტგენოგრაფიულ და ფოტოგრაფიულ მეთოდებს კუმულაციური მუხტების ქცევის შესასწავლად, ხოლო 1944 წელს სათავეში ჩაუდგა განყოფილებას ატომური ბომბის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად. კისტიაკოვსკის ხელმძღვანელობით შემუშავდა რთული ფეთქებადი ლინზები, "ნელი" ფეთქებადი ბორატოლი. 1945 წლის 16 ივლისს კისტიაკოვსკი აკვირდებოდა ტრინიტის გამოცდას. ამ გამოცდიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ფეთქებადი ბომბი მსუქანა ჩამოაგდეს ნაგასაკიზე.
მუშაობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რედაქტირება1946 წლის თებერვალში იგი დაბრუნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1947 წლიდან 1950 წლამდე ხელმძღვანელობდა ქიმიის განყოფილებას. განაახლა კვლევითი სამუშაოები, ამავე დროს კითხულობდა ლექციებს. 1950-იან წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სამთავრობო სამეცნიერო დაწესებულებების მუშაობაში: 1953 - 1958 წლებში იყო თავდაცვის დეპარტამენტის ბალისტიკური რაკეტების მრჩეველთა კომიტეტის წევრი, ხოლო 1959 წლიდან — აერონავტიკის ეროვნულ ადმინისტრაციაში ( NASA) ქიმიური ენერგიის მრჩეველთა კომიტეტის წევრი). 1958 წელს კისტიაკოვსკი შდიოდა ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ბირთვული ტესტების კონტროლის შესახებ. 1959 წლის ივლისში კისტიაკოვსკი დაინიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ მრჩევლად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში. ამ თანამდებობაზე 1961 წლამდე რჩებოდა. რჩევებს აძლევდა პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს. სწორედ ის იყო ინიციატორი ბირთვული გამოცდის აკრძალვისა სეისმური გამოვლენის დონის ზემოთ. კონცეფცია წარმოდგენილი იყო 1960 წელს და სსრკ-მა მიიღო იგი. [11]
1962 წლიდან 1965 წლამდე ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საჯარო პოლიტიკის კომიტეტს. 1968 წლის იანვარში, ვიეტნამის ომის პროტესტის ნიშნად დატოვა ყველა სამთავრობო თანამდებობა. 1971 წლიდან, კვლევითი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ჩაება პოლიტიკაში და აქტიურად გამოდიოდა გამალებული შეიარაღების წინააღმდეგ. ასევე აქტიურად მონაწილეობდა პაგუოშის კონფერენციებში თანამშღომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან "მსოფლიოს ექიმები ბირთვული ომის შესაცერებლად" . როგორც ექსპერტმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაღალი დონის მოლაპარაკებებში სსრკ-სა და აშშ-ს შორის განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ის იყო სასიცოცხლო სამყაროს საბჭოს (მსოფლიოში ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის საბჭო), ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც 1962 წელს დააარსა ამერიკელმა ბირთვულმა ფიზიკოსმა ლეო სილარდმა.
1965 წელს აირჩიეს აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად (აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა სიაში არ შეატანინა თავისი გვარი, თუმცა ჰქონდა ამ თანამდებობის დაკავების შანსი). ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1972 წლამდე, ვიდრე არ გავიდა პენსიაზე.
გარდაიცვალა 1982 წელს კემბრიჯში კიბოთი. მისი ცხედარი კრემირებული იყო, ხოლო ფერფლი მიმოფანტეს სახლთან ,კეიპ კოდზე, ატლანტის ოკეანის თავზე.
ოჯახი
რედაქტირებაკისტიაკოვსკი პირველად დაქორწინდა 1926 წელს ჰილდეგარდ მობიუსზე (ქორწინება გაგრძელდა 1942 წლამდე). ამ ქორწინებიდან შეეძინა ქალიშვილი ვერა კისტიაკოვსკაია, ექსპერიმენტული ფიზიკისა და ასტროფიზიკის სპეციალისტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი.[12] 1933 წელს კისტიაკოვსკიმ მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.
1945 წელს მეორედ დაქორწინდა ირე შულერზე, რომელსაც 1960 წელს დაშორდა და 1962 წელს ცოლად შეირთო ჰელენ მაჰონე.[13].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 parish register
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/priestley-medal.html
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 205.
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/peter-debye-award-in-physical-chemistry/past-recipients.html
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/charles-lathrop-parsons-award/past-recipients.html
- ↑ https://www.newyorkacs.org/nicholsmedalists.html
- ↑ , ISSN 1748-8494 0080-4606, 1748-8494, doi:10.1098/rsbm.1985.0013.
- ↑ Military History Matters. (2012-06-12) Back to the Drawing Board – Aunt Jemima. Military History Matters. ციტირების თარიღი: 2019-02-02.
- ↑ The Making of the Limited Test Ban Treaty, 1958-1963. nsarchive2.gwu.edu. ციტირების თარიღი: 2019-02-02.
- ↑ List: Manuscript collections: Institute Records: Institute Archives & Special Collections: MIT. libraries.mit.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-02-02.
- ↑ George Kistiakowski. IMDb. ციტირების თარიღი: 2019-02-02.