კატალიზი (ბერძ. κατάλυσις — განადგურება) — ქიმიური რეაქციის რამდენიმე შესაძლო თერმოდინამიკურად ნებადართული მიმართულების შერჩევითი დაჩქარება კატალიზატორ(ებ)ის მეშვეობით, რომელიც რეაქციის უბნებთან შუალედურ ქიმიურ ურთიერთქმედებაში მრავალჯერ აღწევს და ყოველი შუალედური ქიმიური ურთიერთქმედების ციკლის შემდეგ აღიდგენს საკუთარ ქიმიურ შემადგენლობას.[1]

ტერმინი „კატალიზი“ 1835 წელს შემოიღო შვედმა მეცნიერმა იენს იაკობ ბერცელიუსმა.

კატალიზის მოვლენა ბუნებაში გავრცელებულია (ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე პროცესების უმრავლესობა კატალიტურია) და ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში (ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში, გოგირდმჟავის, ამიაკის, აზოტმჟავის წარმოებაში და ა.შ.). სამრეწველო რეაქციების უმეტესი ნაწილი კატალიტურია.

შემთხვევას, როცა კატალიზატორს წარმოადგენს რეაქციის ერთ-ერთი პროდუქტი ან მისი საწყისი ნივთიერება, ეწოდება ავტოკატალიზი.

ლიტერატურარედაქტირება

  • Боресков Г. К. Катализ. Вопросы теории и практики. — Новосибирск, 1987.
  • Гейтс Б. Химия каталитических процессов / Б. Гейтс, Дж. Кетцир, Г. Шуйт. — М.: Мир, 1981. — 551 с.
  • Журнал «Кинетика и катализ».
  • Колесников И. М. Катализ и производство катализаторов. — М.: Техника, 2004. — 399 с.
  • Яблонский Г. С., Быков В. И., Горбань А. Н. Кинетические модели каталитических реакций. — Новосибирск: Наука (Сиб. отделение), 1983. — 255 c.

სქოლიორედაქტირება

  1. Шмидт Ф. К. Физико-химические основы катализа — И.: Фрактал — 2004. — С. 9