ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გეორგი  ვისოცკი (დ. 7 თებერვალი (19), 1865 , ნიკიტოვკა, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ.  6 აპრილი, 1940, ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი ნიადაგმცოდნე, სატყეო სპეციალისტი, გეობოტანიკოსი და გეოგრაფი. ვ. ი. ლენინის სახელობის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის აკადემიკოსი (1934), უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939).

გეორგი ვისოცკი
უკრ. Висоцький Георгій Миколайович
დაბ. თარიღი 7 (19) თებერვალი1865
დაბ. ადგილი ნიკიტოვკა, გლუხოვსკის რაიონი, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 აპრილი 1940 (75 წლის)
გარდ. ადგილი ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
რუსეთის რესპუბლიკა
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ნიადაგმცოდნეობა, გეობოტანიკა
გეოგრაფია, სატყეო მეურნეობა
მუშაობის ადგილი ბელორუსის სასოფლო-სამეურნეო აკადემია
ალმა-მატერი

ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია

მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ვ. დოკუჩაევი
განთქმული მოსწავლეები ს. სობოლევი
სამეცნიერო წოდება ვ.ლენინის სახელობის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის აკადემიკოსი
უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ჯილდოები

პ. სემიონოვ-ტიან-შანსკი ს სახელობის ოქროს მედალი (1915 წ.)

სახელობის ოქროს მედალი.

გიორგი ვისოცკი გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მეცნიერმა შეისწავლა ტყეების გავლენა ტერიტორიის წყლის რეჟიმზე, საფუძველი ჩაუყარა ნიადაგის ჰიდროლოგიას მშრალ რეგიონებში, შეიმუშავა ტყეების ტრანსგრესიული როლის თეორია, მუხის ტყეების კლასიფიკაცია; დამსახურებულადაა აღიარებული  სტეპის ტყის აღდგენის კორიფედ. [1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გეორგი ვისოცკი დაიბადა 1865 წლის 7 (19) თებერვალს დიდგვაროვანთა ოჯახში.

საშუალო განათლება მიიღო გლუხოვის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1883 წელს.

1890 წელს დაამთავრა პეტროვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია.

1892—1904 წლებში მუშაობდა ველიკი ანადოლსკის ტყეში ვ. დოკუჩაევის პოლტავას ექსპედიციაში.

1899 წლიდან მუშაობდა მეტყევედ მარიუპოლის სატყეო მეურნეობაში.

1904—1912 წლებში გახლდათ სატყეო დეპარტამენტის ტყის ინვენტარიზაციის აუდიტორი და მუშაობდა სატყეო ინსტიტუტში პროფესორად.

1913 წლიდან იყო კიევის უნივერსიტეტის პროფესორი.

1918—1923 წლებში —  ტაურიდას უნივერსიტეტის პროფესორი.

1923—1926 წლებში — გორკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი.

1926—1930 წლებში — ხარკივის სოფლის მეურნეობისა და სატყეო ინსტიტუტის პროფესორი.

1930 წლიდან —  ხარკივის სატყეო და აგროტყის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი.

გარდაიცვალა 1940 წლის 6 აპრილს ქალაქ ხარკივში.

სამეცნიერო კვლევები

რედაქტირება

ვისოცკიმ შეისწავლა ტყის გავლენა ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. პირველად მან გამოთვალა ტენის ბალანსი ტყისა და მინდვრის ქვეშ, შეისწავლა ტყის გავლენა ჰაბიტატზე და სტეპების უტყეობის მიზეზები.

მეცნიერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტეპების გაშენებაში.  შეიმუშავა ნარგავების "ხე-ბუჩქის" ტიპი, აღნიშნა მუხის განსაკუთრებული როლი სტეპში ტყის პლანტაციების შესაქმნელად, წამოაყენა პოზიცია მიკორიზის მნიშვნელობის შესახებ მუხისა და ფიჭვის მოშენებისთვის. მან ხაზი გაუსვა ნიადაგის ჭიების და სხვა მთხრელების მნიშვნელობას ნიადაგის ფორმირებაში.

შემიოტანა ცნება "გლეი", რომელიც თარგმნილია ინგლისური ტერმინიდან "Gley"  და ფართოდ გამოიყენება ნიადაგმცოდნეების მიერ მთელს მსოფლიოში.

შემოიტანა "ფიტოსტრომის" კონცეფცია, როგორც მცენარეულობის უდიდესი კონცენტრაციის გეოსფერო.

მოახდინა მცენარეების კლასიფიკაცია ვეგეტატიური გამრავლების ფორმების მიხედვით.

განსაზღვრა ტენიანობის კოეფიციენტის კლიმატური მაჩვენებელი, რომელიც ცნობილია როგორც ვისოცკი-ივანოვის დატენიანების კოეფიციენტი.

გეობოტანიკაზე გამოქვეყნებული ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „იერგენი“ (1915 წ.), რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტყის მცენარეულობის და ადამიანის გავლენის ქვეშ მისი ევოლუციის ცოდნისთვის.

1915 წელს, გეოგრაფიული მეცნიერებაში გაწეული სამსახურისთვის, გ.ნ. ვისოცკის მიენიჭა პ. სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Липшиц С. Ю. Русские ботаники. Биографическо-библиографический словарь. — М.: Издательство Московского общества испытателей природы, 1947. — Т. 2.(რუს.)
  • Высоцкий, Георгий Николаевич. В кн: Лившиц, В.М, Цыганов, А.Р., Саскевич, П.А. Гордость и слава Белорусской государственной сельскохозяйственной академии.Профессора и выпускники: академики и члены корреспонденты. — Горки: 2017. — С.14-16 ISBN 978-895-467-1 .(რუს.)
  • Исаченко А. Г. Георгий Николаевич Высоцкий — выдающийся отечественный географ. — Л.: Издательство ЛГУ, 1953.(რუს.)
  • Высоцкий, Георгий Николаевич на Сторінка Корнуса Анатолія Олександровича (უკრ.)
  1. Высоцкий Георгий Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — М.: Советская энциклопедия, 1969.(რუს.)
  2. Высоцкий Георгий Николаевич // Биографический справочник. — Мн.: «Белорусская советская энциклопедия» имени Петруся Бровки, 1982. — Т. 5. — С. 130. — 737 с. (ბელორ.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გეორგი_ვისოცკი“-დან