გეორგი ეფრემოვი
გეორგი ეფრემოვი[3] (მაკედ. Ѓорѓи Евремов; დ. 8 დეკემბერი, 1932 — გ. 6 მაისი, 2011[4]) — მაკედონელი ბიოლოგი, აკადემიკოსი, მაკედონიის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწე მეცნიერი[5] და სკოპიეს სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ფაკულტეტის პროფესორი. იგი სპეციალიზებული იყო ადამიანთა გენურ ინჟინერიაში, ვეტერინარულ მედიცინასა და ცხოველთა ბიოტექნოლოგიაში. ეფრემოვს მაკედონიის რესპუბლიკის ელჩის და მეცნიერებათა მინისტრის თანამდებობები ეკავა.
გეორგი ეფრემოვი | |
---|---|
მაკედ. Ѓорѓи Евремов | |
დაბ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | კრატოვო |
გარდ. თარიღი | 6 მაისი, 2011[1] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | სკოპიე |
მოქალაქეობა |
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ჩრდილოეთი მაკედონია |
საქმიანობა | გენეტიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, ბიოლოგი, ანატომი, ბიოქიმიკოსი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | ბელგრადის უნივერსიტეტი, ბელგრადის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Faculty of Veterinary Medicine Zagreb და სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგეორგი ეფრემოვი დაიბადა 1932 წლის 8 დეკემბერს, მაკედონიის რესპუბლიკის ქალაქ კრატოვოში, რომელიც ევროპაში მდებარე ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესია. მისი მამა საბითუმო მოვაჭრე იყო, რომელიც 1945 წლამდე, ქალაქის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. 1945 წელს, ყოფილი იუგოსლავიის კომუნისტურმა რეჟიმმა, მისი მთელი ქონება მიისაკუთრა. გეორგის მშობლები ასწავლიდნენ, რომ განათლება ერთადერთი გზაა უკეთესი ცხოვრებისთვის.
უმაღლესი განათლების მიღება, მან ზაგრების უნივერსიტეტში (ხორვატია), ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტზე დაიწყო[6]. 1956 წელს, ეფრემოვმა უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში, ვეტერინარად მუშაობდა, მოგვიანებით კი — მაკედონიაში მდბარე კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იგი სკოპიეს სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ფაკულტეტის შინაური ცხოველების ფიზიოლოგიის უმცროს ასისტენტად[7].
1960 წელს, ეფრემოვი, ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორ ბოჟიდარ ნიკოლიჩის ხელმძღვანელობით, მეცნიერებათა მაგისტრი გახდა ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიაში. 1963 წელს, ბელგრადის უნივერსიტეტში სამაგისტრო სწავლის შემდეგ, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია — „ემბრიონულ და ზრდასრულ ცხოველთა ჰემოგლობინი“.
სადოქტორო დისერტაციის შემდეგ, მან ოსლოში მდებარე ნორვეგიის ვეტერინარული კოლეჯის შინაგანი მედიცინის განყოფილების პროფესორად დაიწყო მუშაობა, რომელსაც პროფესორი მიქაელ ბრედი ხელმძღვანელობდა. ორი წლის შემდეგ, იგი პროფესორმა ტიტუს ჰაისმანმა მიიწვია, 2 წლით მის ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომელიც ჯორჯიის შტატის (აშშ) სამედიცინო კოლეჯში იყო ჩამოყალიბებულო და ადამიანის ჰემოგლობინის სტრუქტურას, ფუნქციას, სინთეზს და მის ნორმალურ და პათოლოგიურ გამოვლინებებს შეისწავლიდა.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, მან მაკედონიის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიაში დაიწყო მუშაობა[8], სადაც გენური ინჟინერიის და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა[9][10][11][12][13][14]. 2000-2001 წლებში, ეფრემოვს აღნიშნული აკადემიის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ "How i Became a Biochemicst". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ Polenakovic, M. „In memoriam: Efremov D. Georgi (1932-2011). Founder of the molecular biology in the Republic of Macedonia - biochemist, geneticist“. Prilozi. 32: 333–6. PMID 21836541.
- ↑ "MANU Members". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ "PROFESSIONAL EDUCATION". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ "EXPERIENCE". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ "Speech"
- ↑ "Research Centre for Genetic Engineering and Biotechnology". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-08. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ "Interview 1" YouTube-ზე
- ↑ "Interview 2" YouTube-ზე
- ↑ "Interview 3" YouTube-ზე
- ↑ "Пост фестум на академикот Ефремов". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ "biomedexperts"