გენო კალანდია
გენო კალანდია (დ. 15 აპრილი, 1939, სოფელი შამგონა, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მარტი, 2017) — ქართველი თანამდებობის პირი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი.
გენო კალანდია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1939 |
დაბადების ადგილი | შამგონა, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 15 მარტი, 2017 (77 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
1964 წელს დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის საკავშირო უმაღლესი კურსები. 1960-1962 წლებში მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობად. 1964-1966 წლებში იყო აფხაზეთის რადიოს დიქტორი. 1966-1970 წლებში სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი. 1970-1974 წლებში აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი. პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. არის მრავალი წიგნის ავტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთობა“. 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „აფხაზეთის დეპუტაცია“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გენო კალანდია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გენო კალანდია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)