აკაკი გელოვანი
აკაკი გელოვანი (დ. 28 მარტი, 1923, ლალხორალი, საქართველოს სსრ — გ. 1996) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი.
აკაკი გელოვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1923[1] |
დაბადების ადგილი | ლალხორალი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1996 |
საქმიანობა | მწერალი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაიბადა სოფელ ლალხორალში 1923 წელს. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი წიგნი — ჰაინრიხ ჰაინეს „რჩეული ლირიკის“ თარგმანი 1954 წელს გამოსცა. აკაკი გელოვანს ეკუთვნის ლექსები (კრებ. „სვანური ბალადები“, 1963; „ეპიგრამები“, 1966), რომანები და მოთხრობები („დაფერფლილი დიდება“, 1961; „შოპენის გული“, 1961; „სვეტი ნათლისა“, 1965; „თეთნულდაი“, 1971; „სვანეთის თეთრი ქუდი“, 1976) და სხვა. მან ასევე თარგმნა გოეთეს, ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, ჰენრიკ იბსენის, შტეფან ცვაიგის, ანდრეას გრიფიუსის, აპოლონიოს როდოსელის და სხვათა თხზულებები.
აკაკი გელოვანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს შემოსწირეს მისმა შთამომავლებმა 2009 წლის 26 თებერვალს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 38.