გეგა შენგელია
გიორგი (გეგა) შენგელია (დ. 8 იანვარი, 1981, ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი. ქალაქ ზუგდიდის მერი 2019-2021 წლებში და მერის ყოფილი მოადგილე.
გეგა შენგელია | |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივნისი, 2019 – 17 მაისი, 2021 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ლაშა გოგია |
მემკვიდრე | მამუკა წოწერია |
დაბადებული | 8 იანვარი, 1981 ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2021-მდე) საქართველოსთვის |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ფინანსისტი პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი შენგელია დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს, ქალაქ ზუგდიდში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. 2005-2008 წლებში იკავებდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის ექსპერტის პოზიციას. 2008-2009 წლებში იყო სახალხო ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი.
2009-2010 წლებში იკავებდა ლიბერთი ბანკის სამეგრელოს (ზუგდიდი) რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკის ფოთის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. 2011-2018 წლებში იყო TBC ბანკის ზუგდიდის №1 სერვისცენტრის დირექტორი. 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2019 წლის 19 მაისიდან 2021 წლის 17 მაისამდე იყო ზუგდიდის მერი, მან 2019 წლის არჩევნებში ხმათა 54,18% მოიპოვა.[1]
2020 წლის 11 ნოემბერს დაუდასტურა COVID-19.[2]
2021 წლის 17 მაისს შენგელიამ დატოვა მერის თანამდებობა.[3] 9 ივლისს დაადასტურა, რომ უერთდებოდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი (გეგა) შენგელია [დაარქივებული] — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზუგდიდში ხმების 100 პროცენტი დათვლილია: რულოვსი — 42,84%, შენგელია — 54,18%. on.ge (2019-05-20). ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2020.
- ↑ „ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა“. Sputnik საქართველო. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ზუგდიდის ექს-მერი გეგა შენგელია გახარიას პარტიას შეუერთდა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)