ავა გარდნერი
ავა გარდნერი (ინგლ. Ava Lavinia Gardner , დ. 24 დეკემბერი, 1922, გრაბთაუნი, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები — გ. 25 იანვარი, 1990, ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, 1940-იანი და 1950-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ამერიკის კინოინსტიტუტის ვერსიით ჰოლივუდის ყველა დროის უდიდეს კინოვარსკვლავთა სიაში 25-ე ადგილს იკავებს.[1][2]
ავა გარდნერი | |
---|---|
დაბადების სახელი | ავა ლავინია გარდნერი |
დაბადების თარიღი |
24 დეკემბერი, 1922 გრაბთაუნი, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
25 იანვარი, 1990 (67 წლის) ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი |
აქტიური | 1941–1986 |
მეუღლე(ები) |
მიკი რუნი (1942–1943) არტი შოუ (1945–1946) ფრენკ სინატრა (1951–1957) |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგარდნერი იყო 18 წლის, როდესაც კინოსტუდია „MGM“-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად დამწყებ მსახიობს კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ. სტუდია „MGM“-ის ერთმა ახალგაზრდა კლერკმა გარდნერი შემთხვევით აღმოაჩინა, როცა ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის — ლარი ტერის სახელოსნოს ჩაუარა და ვიტრინაში გამოფენილი ულამაზესი უცნობი გოგონას ფოტო შენიშნა.
1950 წელს ოცდაექვსი წლის ავა გარდნერი და ოცდაცამეტი წლის ფრენკ სინატრა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამ დროისთვის გარდნერი უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და მას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს“ ეძახდნენ. გარდნერი მეორე ქმართან, სახელგანთქმულ კლარნეტისტ არტი შოუსთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ. გარდნერმა ფრენკ სინატრა გაიცნო ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. სინატრამ პირველი დანახვისთანავე მოხიბლა გარდნერი. სინატრა ჰოლივუდში მექალთანედ ითვლებოდა. რეპორტიორები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ შეყვარებულებს და ფოტო-კამერების ჩხაკა-ჩხუკით ნერვებს უშლიდნენ. მათ შორის ყველაზე თავხედებს სინატრა კბილების ჩამტვრევითად კი დაემუქრა. აგვისტოს ბოლოს მექსიკიდან დაბრუნებულმა სინატრამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ – გაეყაროს ცოლს და დაქორწინდეს საყვარელ ქალზე – ოფიციალურად გამოაცხადებს. 7 ნოემბერს ფილადელფიაში გარდნერი და სინატრა დაქორწინდნენ.
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1941 | ფ | გამხდარი კაცის აჩრდილი | Shadow of the Thin Man | გამვლელი |
1946 | ფ | მკვლელები | The Killers | კიტი კოლინსი |
1947 | ფ | სინგაპური | Singapore | ლინდა გრეჰემი |
1952 | ფ | კილიმანჯაროს თოვლიანი მთა | The Snows of Kilimanjaro | სინტია გრინი |
1953 | ფ | მრგვალი მაგიდის რაინდები | Knights of the Round Table | ჯინერვა |
1953 | ფ | მოგამბო | Mogambo | კელი |
1954 | ფ | ფეხშიშველი გრაფინია | The Barefoot Contessa | მარია ვარგასი |
1958 | ფ | შიშველი მახა | The Naked Maja | ჰერცოგინია ალბა |
1964 | ფ | იგუანას ღამე | The Night of the Iguana | მაქსინ ფოლკი |
1974 | ფ | მიწისძვრა | Earthquake | რემი როისი |
1976 | ფ | კასანდრას უღელტეხილი | The Cassandra Crossing | ნიკოლ დრესლერი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავა გარდნერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ავა გარდნერი საიტზე Discogs
- Ava Gardner TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- Ava Gardner Museum
- ავა გარდნერი. Find a Grave. ციტირების თარიღი: June 12, 2013.