არტი შოუ
არტი შოუ (ინგლ. Artie Shaw; დ. 23 მაისი, 1910, ნიუ-იორკი — გ. 30 დეკემბერი, 2004, თაუზანდ-ოუკსი, კალიფორნია) — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი, კომპოზიტორი და ბენდლიდერი. მისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზის მუსიკოსი. ასევე ავტორია რამდენიმე რომანისა და პუბლიცისტური ნაშრომის.
დაბადებით არტურ ჯეიკო არშავსკი (Arthur Jacob Arshawsky), შოუ გაიზარდა ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, სადაც ადგილობრივი ანტისემიტიზმის გამო ბუნებით გულჩათხრობილი, კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა (შოურ ავტობიოგრაფიის მიხედვით). საქსოფონზე დაკვრას 13 წლის ასაკიდან სწავლობს, 16 წლის ასაკში კლარნეტზე გადადის. ამ პერიოდში სახლს ტოვებს და ბენდთან ერთად ტურით მიემგზავრება. 1925-36 წლებში შოუ სხვადასხვა ბენდებში და ორკესტრებში ასრულებს, მათ შორის ჯონი კავერელოსა და ოსტინ უაილისთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- University of Arizona: Artie Shaw Collection დაარქივებული 2010-11-14 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფია დაარქივებული 2011-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Swing Bandleader, Clarinetist Artie Shaw Dies, The Washington Post, December 31, 2004