გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების სია

გარდაბნის მუნიციპალიტეტი შედის ქვემო ქართლის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 18 ტერიტორიული ორგანო და 39 სოფელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან აღთაკლიას, ახალი სამგორის, ახალსოფლის, გამარჯვების, ვახტანგისის, თელეთის, კალინინოს, კრწანისის, კუმისის, ლემშვენიერას, მარტყოფის, ნაზარლოს, ნორიოს, სართიჭალის, ქესალოს, ყარათაკლიას, ყარაჯალარის და ჯანდარას ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 212,2 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 81 876 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 67.5 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი გარდაბანი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის მარტყოფი (7397 ადამიანი), გარდაბანიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი საცხენისი (55 კმ.).

სოფლების სია

რედაქტირება
სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
გარდაბნიდან (კმ)
სულ კაცი ქალი
აღთაქლა   1811 აღთაქლის ტერიტორიული ორგანო 18
ამბართაფა   700 337 363 კალინინოს ტერიტორიული ორგანო 2
ახალსოფელი   1549 ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო 45
ახალშენი   240 კალინინოს ტერიტორიული ორგანო 4
ახალწყარო   453 თელეთის ტერიტორიული ორგანო 53
ახალი კუმისი   92 40 52 კუმისის ტერიტორიული ორგანო 33
ახალი სამგორი   1870 სართიჭალის ტერიტორიული ორგანო 12
ბირლიკი   179 კალინინოს ტერიტორიული ორგანო 3
ვაზიანი   3686 1714 1972 მარტყოფის ტერიტორიული ორგანო 48
ვახტანგისი   2375 ვახტანგისის ტერიტორიული ორგანო 12
გამარჯვება   4670 გამარჯვების ტერიტორიული ორგანო 35
გამარჯვება 1   313 გამარჯვების ტერიტორიული ორგანო 37
ზემო თელეთი   890 თელეთის ტერიტორიული ორგანო 45
ზემო ქვიშიანი   38 ნორიოს ტერიტორიული ორგანო 52
თაზაქენდი   1185 კალინინოს ტერიტორიული ორგანო 6
კალინინო   377 174 203 კალინინოს ტერიტორიული ორგანო 5
კუმისი   1900 კუმისის ტერიტორიული ორგანო 48
კრწანისი   2781 1344 1437 კრწანისის ტერიტორიული ორგანო 27
ლემშვენიერა   1642 ლემშვენიერას ტერიტორიული ორგანო 11
მზიანეთი   233 108 125 ლემშვენიერას ტერიტორიული ორგანო 12
მარტყოფი   7397 მარტყოფის ტერიტორიული ორგანო 12
მთისძირი   1393 კრწანისის ტერიტორიული ორგანო 27
მუხრან-თელეთი   120 თელეთის ტერიტორიული ორგანო 45
მუხროვანი   334 158 176 ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო 41
მუღანლო   4210 2100 2110 სართიჭალის ტერიტორიული ორგანო 50
ნაგები   397 192 205 ლემშვენიერას ტერიტორიული ორგანო 8
ნაზარლო   4850 ნაზარლოს ტერიტორიული ორგანო 3
ნორიო   3756 ნორიოს ტერიტორიული ორგანო 45
ქვემო თელეთი   798 400 398 თელეთის ტერიტორიული ორგანო 42
ქვემო ქვიშიანი   61 ნორიოს ტერიტორიული ორგანო 52
ქესალო   4793 ქესალოს ტერიტორიული ორგანო 9
სართიჭალა   6009 სართიჭალის ტერიტორიული ორგანო 45
საცხენისი   432 ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო 55
სააკაძე   317 მარტყოფის ტერიტორიული ორგანო 40
ფოლადაანთკარი   694 353 341 გამარჯვების ტერიტორიული ორგანო 25
წალასყური   593 თელეთის ტერიტორიული ორგანო 46
ყარათაქლა   1550 759 791 ყარათაქლის ტერიტორიული ორგანო 24
ყარაჯალარი   4136 2081 2055 ყარაჯალარის ტერიტორიული ორგანო 19
ჯანდარი   1468 731 737 ჯანდარის ტერიტორიული ორგანო 12