განხილვა:The Beatles
ამ სტატიას მივხედავ და როგორც მოვრჩები, მერე მიადექით და ჩაასწორეთ, რაც არ მოგეწონებათ. პირდაპირ ვთარგმნი ორიგინალურ სტატიას. გვეყო ასეთ მიგდებულ დღეში ამ სტატიის დატოვება :) --Pink Floyd 09:36, 7 იანვარი 2008 (UTC)
- შენ გაიხარე, მე რომ ამაზე ვოცნებობდი . „It's getting better all the time...“.--Rastrelli F.B. 08:58, 28 იანვარი 2008 (UTC)
რჩეულ სტატიების განდიდატებში კენჭს როდის უყრით? --გოტა (გ) 16:57, 9 აპრილი 2008 (UTC)
ინგლისურ სტატიაში სიმღერებიც არის და ასევე ძველი კონცერტებიდან სურათები. - ალ-ო @ 19:40, 30 აგვისტო 2008 (UTC)
რატომ არის ეს სტატია გადაჭედილი ამდენი სურათით? ზომიერება, გემოვნება, ვიზუალურად სწორი დანახვა არ უნდა ვიქონიოთ? ან რა უნდა 70-იანების პერიოდთან ჯგუფის ფოტოს, რომელიც მათი კარიერის ადრეულ წლებს ეხება? --Lavender 18:56, 5 ნოემბერი 2009 (UTC)
- მაშინ ამოიღე თუ არ შეესაბამება . --Nika 243 19:07, 5 ნოემბერი 2009 (UTC)
სტატია გადაჭედილი არ არის. ზოგიერთი სურათის ქვედა განყოფილებებში გადატანა შეიძლება და უფრო დაბალანსდება. - ალ-ო @ 19:33, 5 ნოემბერი 2009 (UTC)
სქოლიო
რედაქტირებარჩეული სტატიისთვის მწირი სქოლიოა და გაფართოვება არ შეგიძლიათ ვინმეს? — Taro განხილვაწვლილი 17:06, 15 თებერვალი 2011 (UTC)
- ძალიან ზოგადი შეფასებაა, უფრო კონკრეტული კი ის იქნებოდა იმ ფრაზებისთვის მიგეწერათ თარგი {{ფაქტი}}, რომელიც გამყარებას საჭიროებს, და მერე ვნახოთ რა შეგვიძლია.. — Rastrelli F 17:10, 15 თებერვალი 2011 (UTC)
თვალი შეავლე ინგლისურში სტატიას და მიხვდები. — Taro განხილვაწვლილი 20:00, 6 მარტი 2011 (UTC)
და მაინც....ანუ წამებული "ბით" და "ბიტ"
რედაქტირებაძველი საკითხი მინდა ამოვატივტივო. მართალია, ვისურვებდი The Beatles ყოფილიყო (დარჩენილიყო ორიგინალში), მაგრამ ეს მხოლოდ პირადი, ვიკის ინტერესების მიღმა მდგარი სურვილია. უფრო ეს მაინტერესებს - როგორ შეიძლება BEAT (ბიტი, იხ. აგრეთვე en:Beatnik, ბიტნიკები) იყო ბით? დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში - ამასაც ეწინააღმდეგება. განა უფრო სწორი არ არის ბიტლზი? --გიორგი (მომწერეთ) 12:23, 10 აპრილი 2017 (UTC)
- ეს საკითხი მეც მაინტერესებს. წიგნიც არის ნათარგმნი ბიტლზის სახელწოდებით, თუმცა ორივე ფორმით გვხვდება. თუკი საზოგადოებაში და სხვაგანაც გავრცელებულია ორივე ფორმა, არ ჯობია, რომ დარჩეს ორიგინალში ? The Beatles. ამითი პრობლემაც ამოიწურება. - OTOGI Messages 20:03, 11 აპრილი 2017 (UTC)
- ის მეორე ფორმა (ბით) იქიდან გამომდინარეობს, ხალხი რომ შეეჩვია ქ-ს და თ-ს ხმარებას უადგილოდ. ბიტი, beat - მუსიკალური ტერმინივით არის, მთლად რიტმი არაა, უფრო ესაა - ru:Доля (музыка) (ვერ ვიხსენებ, რა არის ქართულად, მუსიკაში მხოლოდ რამდენიმე კლასი დავხურე სკოლაში :) ). ნებისმიერ შემთხვევაში, ტ არის. მე დიდი ხანია ყველაფერს წარმოვთქვამ ისე, როგორც გვავალდებულებს ადაპტირების ნორმები და არა ისე, როგორც გვესმის. თუ მივყევით პრინციპს "ვწერთ, როგორც გვესმის, ვინაიდან ინგლისურში არ არის ტ და კ", კაი დღეში გვექნება სტატიები. შენი შემოთავაზებული იმით იქნებოდა კარგი, რომ მოიხსნებოდა მილიონნაირი ვარიანტები. --გიორგი (მომწერეთ) 20:08, 11 აპრილი 2017 (UTC)
- მეც მაგას ვიძახი, რომ აჯობებს დარჩეს ორიგინალში. მიზეზი არის შემდეგი: ამ ჯგუფის სახელწოდება ქართულში გამოითქმის და იწერება ორგვარად: ბიტლზი და ბითლზი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი უპირატესობას ანიჭებს ბითლზის ფორმას. ზოგი იძახის ბითლზს, ზოგიც კი ბიტლზს. რამეთუ ფართოდ არის გავრცელებული ორივე ფორმა, ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა გადაგვეტანა სახელზე: The Beatles. ვფიქრობ, რომ ორიგინალში თუ დავტოვებთ პრობლემა ამოიწურება. - OTOGI Messages 20:26, 11 აპრილი 2017 (UTC)
- უნივერსალურში საერთოდ რატომ არის დარღვეული ბგერების ადაპტირების პრინციპები? --გიორგი (მომწერეთ) 05:43, 12 აპრილი 2017 (UTC)
- ცალსახაა, რომ ბითლზის სახელწოდებაცაა დამკვიდრებული ხალხში. როგორც ჩანს გავრცელებულ ვარიანტს მიანიჭეს უპირატესობა. შორს, რომ არ წავიდეთ ჩვენც ხომ ბითლზი გვიწერია და არა ბიტლზი. თუმცა ამ მხრივ, სტანდარტი არ გვაქვს, რამეთუ არის ლედ ზეპელინი, პინკ ფლოიდი და ამის პარალელურად Coldplay, Deep Purple და სხვა მრავალი. - OTOGI Messages 07:01, 12 აპრილი 2017 (UTC)
- ახლა იმასაც დავუკვირდი, რომ ყველა The-ანს ორიგინალში დავტოვებდი. როდესაც წარმოთქვამ The Rolling Stones-ს, ხვდები, რომ მრავლობითთან გაქვს (სტოუნებთან, უხეშად რომ ვთქვათ). მრავლობითის ხაზგასმა თავად ჯგუფის ორიგინალური ჩანაფიქრია და ეს არის სახელწოდების ერთ-ერთი აზრი. როლინგ სტოუნზი, სუბიექტურად ვიტყვი, პირადად ჩემზე არ ახდენს ეფექტს - გეგონება, ერთი პიროვნებაა. ალბათ, ხალხი ამიტომ არის, რომ ზეპირმეტყველებაზე ხმარობს - ბიტლები, სტოუნები, დორსები და ა.შ. --გიორგი (მომწერეთ) 07:09, 12 აპრილი 2017 (UTC)
- მე, მოკლედ მომხრე ვარ, რომ ბიტლზი გადავიტანოთ სახელწოდებაზე: The Beatles. - OTOGI Messages 07:25, 12 აპრილი 2017 (UTC)
დაველოდები აზრებს, გავიდეს დრო და გადავიტან, თუ რამეა. --გიორგი (მომწერეთ) 10:05, 15 აპრილი 2017 (UTC)