განხილვა:ქართული დამწერლობა

ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა პაატა შ თემაში დედაბრული ხელი
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (27 სექტემბერი, 2009).

განხილვა

რედაქტირება

მაინტერესებს ძველ ქართულ ასოებს: ჱ, ჲ, ჳ, ჴ და ჵ თუ აქვთ რაიმე ადგილი მიჩენილი დღეს ქართულ ანბანში. მაგალითად ა არის პირველი, ბ - მეორე... ჱ მერვე იყო, მაგრამ დღეს მერამდენეა, თუ საერთოდ არ აქვს ადგილი? DDA 11:16, 2 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

დღევანდელ ქართულ ანბანში აღარ აქვს ადგილი, რადგან აღარ იხმარება. - Island 14:12, 2 ივლისი 2008 (UTC)პასუხი


თუ ვინმემ იცით, შეიძლება თუ არა ძველი ქართული (ასომთავრული ან ნუსხური) ანბანის მხარდაჭერის ჩადგმა? :) არსბობს ეგეთი რამე? DatoDeutschlandAntwort 12:15, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი


ცხრილი

რედაქტირება

ცხრილი შევქმენი, მაგრამ ადგილი ვერ მოვუნახე... თანაც ზოგ კომპიუტერში შესაძლოა მთელი ეკრანი დაიკავოს და პრობლემა გაჩნდება. ხომ არ ჯობია ამ ცხრილისათვის ცალკე ქვეთავი გავაკეთო, ისე როგორც ბერძნული დამწერლობა-შია? — დათო პასუხი 12:37, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

სხვა

რედაქტირება
რ. პატარიძის ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლების მიხედვით განვავრცობ ისტორიის მაგ ნაწილს. — დათო პასუხი 15:00, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ინფოდაფაში მივუთითე წყაროს სადაც სჭირდება. ბმულებით სქოლიოს გაკეება სჭირდება და ბევრი წყაროს მოყვანა.--    15:20, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მსგავსება სომხურ ანბანთან

რედაქტირება
ისტორია ძალიან მცირეა. თუნდაც ის რომ მესროპ მაშტოცთან დაკავშირვებით დიდი აჟიოტაჟია და ამის აღწერა შეიძლება. ძველიქართულისა და სომხრი ასოების შედარება და ა.შ. [1]. --    10:45, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ინფოდაფაში მივუთითე წყაროს სადაც სჭირდება. ბმულებით სქოლიოს გაკეება სჭირდება და ბევრი წყაროს მოყვანა.--    15:20, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ეგ სურათი შექმნილია უცხოელი დამწყები მკვლევარების შესაცდენად, ალბათ ვიღაც სომეხი პატრიოტის მიერ, რომელსაც ქართული და სომხური ასოები შეუდარებია, მსგავსება აღმოუჩენია (თუმცა, არც ერთი მოხაზულობით მსგავსი ასოს მნიშვნელობა საერთო არაა) და ვიკიპედიაში გამოუქვეყნებია. ვიკიპედია ხომ ორიგინალური გამოკვლევის განთავსების ადგილი არაა. შესაბამისად, მაგ სურათის განთავსება ჩვენს სტატიაში არ მიმაჩნია სწორად. თუმცა, გავითვალისწინებ შენიშვნას და მესროპ მაშტოცის შესახებ კიდევ ერთი–ორ სიტყვას დავწერ. ისტორიის კონკრეტულად ამ ნაწილზე ამბობ მცირეაო, თუ მთლიანად ისტორიის სექციაზე? — დათო პასუხი 14:42, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
თუმცა მსგავსება აშკარაა :) - ალ-ო      @ 14:44, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
კი, მაგაზეც დავამატებ რომ მოხაზულობით ჰგავს, მაგრამ მაგ სურათის განთავსებას პრინციპულად ვეწინააღმდეგები :). — დათო პასუხი 14:46, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
კირილიცაში ხომ არ დევს ბერძნულ დამწერლობასთან მსგავსება? ჩვენც არ ვინდა--გიგა პასუხი 14:52, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
რ. პატარაიძის ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლების მიხედვით განვავრცობ ისტორიის მაგ ნაწილს. — დათო პასუხი 15:00, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
მე პირადად დათოს ვემხრობი --ბრუტ () 14:54, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
მოხაზულობით ჰგავს და რითი არ ჰგავს? არგუმენტირებული მოსაზრება მჭირდება. თუ ეს მსგავსება უბრალოდ დამთხვევა ან მანიპულაციაა, ამის აღმოჩენა არ უნდა გაგვიჭირდეს. ტექსტში მითითებულია, რომ ასოები კი გავს, მაგრამ მნიშვნელობები განსხვავებულიაო, მართლაც ასეა? ამ ილუსტრაციაზე ასე არ არის. სად არის უზუსტობა? ალტერნატიული ილუსტრაციის გაკეთება არ უნდა გაგვიჭრიდეს, მაგრამ ვიზუალური დასაბუთება გვჭირდება. - ალ-ო      @ 15:48, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ვეთანხმები ალსანდროს! არ ვამბობ რომ მესპროპმა შექმნა ანბანი მაგრამ ის რომ მსგავსება არის ეს სიმართლეა და ვესად ამას ვერ დავემალებით. მითუმეტეს ეს ძალიან მტკივნეული და სკანდალური თემაა. ამაზე აუცილებლად უნდა დაიწეროს და თან ბევრი, მუქარა არ გამოვიდეს, მაგრამ თუ არ ინქება გახსნილი ეს თემა ჩემგან {{არა}} იქნება--    15:53, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
კარგით, მსგავსება მართლაც არის და ამის შესახებ ვცდილობ დავწერო სტატიაში. ამ სურათს რაც შეეხება, აქ თანამედროვე სომხური ასოები შედარებულია IX-XI საუკუნეში უკვე განვითარებულ ქართულ ასოებთან (რაც სურათის ავტორის უცოდინრობაზე მეტყველებს). მე შევქმნი ამგვარ სურათს, სადაც შედარებული იქნება იგივე ასოები, მაგრამ არა თანამედროვე და IX-XI სს–ების, არამედ V საუკუნის. — დათო პასუხი 16:03, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
პს: მტკივნეულ ან სკანდალურ თემად არ მიმაჩნია არც ისე და არც ასე. მაგრამ თუ ფაქტების მანიპულაციაა, ამის დასაბუთება რთული არ უნდა იყოს. ქვევით დათოს მოყვანილ წყაროში პატარაიძეს ნაჩვენები აქვს გრაფიკულად, რომ ერთიდაიგივე ხმოვანების ასოების დამწერლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასევე, ვინაიდან ბერძნულიდანაც არის რაღაც ელემენტები ნასესხები, კარგი იქნება სამივე ანბანის ერთად ჩამოწერა. პპს: საინტერესოა, ასევე რატომ დაემსგავსა ეს ასეოები ერთმანეთს რამდენიმე საუკუნის შემდეგ, თუ ეს ასეა. - ალ-ო      @ 16:07, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ალო ეს შენთვის არაა მტკივნეული, შენ არ ხვდები ამ თემას თიტქმის ყოველდღე. აბა მე მკითხე ან დოლაბაური, ავლაბრის, უკეთესი კი ერევნის ხალხს =)--    16:10, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
შევეშვათ ამას. დაველოდოთ დათოს ან თუ დრო და სურვილი გაქვთ გააკეთეთ დიაგრამა. - ალ-ო      @ 16:18, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
დათო მგონი რაღაცას აკეთებს. სკაიპში მითხრა დამაცადეთო. დავაცადოთ--    16:20, 13 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მანიპულაცია?! გადახედეთ კიდევ ერთხელ ამ სურათს. ეს კი იგივე სურათია ჩემი შენიშვნებით: ქართული ანბანის ზოგიერთი ასოს ფორმა აქ სომეხ სურათის შემქმნელს შეუცვლია, რადგან უფრო მეტად დამსგავსებოდა სომხურ "შესაბამის ასოს" (ეს შეიძლება ფონტის ნაირსახეობაა და მისმა შემქმნელმა ახალი სტილის ძველი ქართული ასოები შექმნა, – ამ შემთხვევაში სომეხს კარგად აურჩევია ასომთავრულის ფონტი). ამგვარ ფორმაშეცვლილ ქართულ ასოებს მე წითელი ხაზი გავუსვი: პირველი ასო – ვ – აქ თავი მომრგვალებული აქვს, სინამდვილეში კი მას ოთხკუთხა, კუთხოვანი თავი აქვს. მეორე წითელხაზგასმული ასო – გ, აქაც იგივე შენიშვნა, თავი კუთხოვანი უნდა იყოს. მესამე – ე–მერვე – ეს ასო ჰგავს ლათინურ հ–ს, მაგრამ ესეც კუთხოვანი უნდა იყოს (თუმცა ამ უკანასკნელში დარწმუნებული არ ვარ). ქართული ასოების მწკრივში მწვანე ხაზი გავუსვი იმ ასოებს, რომლებიც ამ სურათზე მე–11 საუკუნის ფორმით არიან შესული – ესენია ბ, ყ, შ და წ. ყველა მათგანის მორკალული თავი (ან პატარა წრე) მე–11 საუკუნემდე შეკრული იყო და წრეს წარმოადგენდა. მათი ამ ფორმით შედარება სურათის ავტორის უმეცრებაზე მიუთითებს! ახლა, რაც შეეხება სომხურ მწკრივს, აქ მწვანე ხაზი გავუსვი სომხურ წ–ს, რომელიც დაუმსგავსებით ქართული დ–სთვის. მისი ეს ფორმა, რომელიც ამ სურათზეა, მე არცერთ სომხურ ნაწერში არ აღმომიჩენია (შეიძლება აქაც ვცდები). სურათის ავტორს ქართული მთავრული ასოებისთვის რამდენიმე სომხური პატარა, ნუსხური ასო შეუდარებია. პატარა და დიდი ასოების გარჩევა სომხებმა უფრო გვიან დაიწყეს (შექმნისას მხოლოდ ერკათაგირი ჰქონდათ, როგორც ჩვენ ასომთავრული), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სურათის ავტორმა მარტო ქართულის კი არა, სომხური ანბანის ისტორიაც არ იცის (ან იცის და ცდილობს მკვლევარების შეცდენას). სომხურ პატარა ასოებს მე წითელი ხაზი გავუსვი. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ სურათი უბრალოდ მანიპულაციაა! მე შევქმენი ახალი სურათი, რომელშიც გამოვასწორე სომეხის შეცდომები. გადახედეთ ამ სურათს და დაინახავთ, რომ არცერთ "შესაბამის" ასოს შორის დიდი მსგავსება არაა. ერთადერთი მნიშვნელოვანი მსგავსება, რომელიც შესამჩნევია, არის ქართული და სომხური ფ, რომელთა ფორმებიც ბერძნული ანბანიდანაა აღებული. P.S. სურათის ავტორს მივმართავ, როგორც "სომეხს", რადგან მისი სახელი არ ვიცი. ამ მიმართვით მას არ ვამცირებ! — დათო პასუხი 11:03, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სტატიაში დავამატე მესროპ მაშტოცის ვერსიაზე რაღაც–რაღაცები. ასევე სურათიც, რომელიც, მე ვფიქრობ სრულიად საკმარიასია, რათა მკითხველმა შეადაროს ქართული და სომხური ანბანები. ცალკეული ასოების შედარება კი არ მიმაჩნია სწორად, რადგან ეს მხოლოდ დამთხვევაა და იგივე მეთოდით ქართული შეიძლება ნებისმიერ დამწერლობას შევადაროთ (მაგალითად ეთიოპიურს). — დათო პასუხი 12:15, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
კარგი, მადლობა დავითს. დავიწყოთ განხილვა გასწორებული ვარიანტის. ჩემთვის პირადად მსგავსება თვალშისაცემია თითქმის ყველა ასოში. აშკარაა, რომ ერთ-ერთი მათგანი მეორის მოდელად იყო გამოყენებული (რომელი იყო შაბლონი ეს სხვა თემაა). ამასთან, შემქმნელს თავი დიდად არ შეუწუხებია და ახალი ანბანი მომრგვალებული გაუკეთებია მოკუთხულის ნაცვლად (ან პირიქით), დანარჩენი კი თითქმის ხელუხლებელად დაუტოვებია. იქნებ ბერძნული (ან თუნდაც ეთიოპიური) შესაბამისი ასოებიც დაგვემატებინა? ასევე, ტექსტში დამატებულ სურათზე ჩემთვის განსხვავება ერთსა და მეორეს შორის თითქმის არ ჩანს. - ალ-ო      @ 12:30, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ქართულის მოდელი რომ სომხური არ იყო, ეს უკვე დამოწმებულია (დავათის სტელა, ნეკრესის წარწერები). იქნებ ქართული იყო მესროპისთვის შაბლონი? ეს თარიღებით შესაძლებელია, მაგრამ ქართულსა და სომხურს შორის განსხვავებები, რომლებიც ამ სტატიაშია აღწერილი, ამტკიცებს, რომ არცერთი არაა მეორის წინაპარი ანბანი. ის მსგავსება კი, რომელიც ასე თვალშისაცემია, მხოლოდ გრაფიკასა და სტილშია. ანუ, ტექსტს რომ დაწერ, ტექსტი ჰგავს, მაგრამ ცალკეული ასოები ერთმანეთს არ ჰგავს (ჭ რომ ტ–ს ჰგავს ან წ – ტ–ს, ეს მსგავსება არაა და მკვლევარებს ეს ალბათ სიცილადაც არ ეყოფათ). რაც შეეხება ეთიოპურს, ეს ისე მაგალითად ვთქვი, ნებისმიერი ეთიოპიური ასოს მსგავსება ქართულთან შემთხვევითი იქნება. სომხურთან მსგავსება (სტილისტური) ალბათ ერთა მეზობლობითაა გამოწვეული – საუკუნეების მანძილზე ერთი სტილით განვითარდა. — დათო პასუხი 13:08, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
სტატიაში დამატებულ სურათზე განსხვავებას ვერ ხედავ, რადგან (ალბათ) არც ნუსხურად კითხვა იცი და არც სომხურად :). მე ერთიც ვიცი და მეორეც და ვიცი, რომ მარტო ერთის ცოდნით მეორეს ვერ წაიკითხავ. აი, ბერძნულის ცოდნით კი შესაძლებელია კირილიცას ცალკეული სიტყვები (შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც) წაიკითხო. :) აი, ამას ქვია ასოთა მსგავსება და არა ჭ–ტ, წ–დ–ს :). — დათო პასუხი 13:12, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
პ.ს. ეს მსგავსებები ჩემი აზრით სულ ზედმეტია (სომხური როგორც გამონაკლისი, რადგან ასეთი შენიშვნა წამოვიდა :). მაგის გარდა სხვა რა შენიშვნებია, რომ პარალელურად ისინიც გავასწორო? — დათო პასუხი 13:21, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
:) ზუსტად გრაფიკულ მსგავსებაზეა ლაპარაკი, რაც აშკარაა, და რაც მნიშვნელოვანია. იმის ჭ რომ ამის ტ-ს გავს და მათი მნიშვნელობები არ ემთხვევა, მარგინალურია. ამ სტატიაში მოყვანილ "მტკიცებულებებს" მკაფიო არგუმენტები აკლია და, შესაბამისად, conclusive (..) არ არის. პირიქით, ასეთი მკაფიო გრაფიკული და ბევრ შემთხვევაში მნიშვნელობითი მსგავსება მიანიშნებს იმაზე, რომ მათი ნათესაობის ალბათობა საკმაოდ მაღალია. და, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ გრაფიკულ ანალიზს ვაკეთებთ, მით უფრო სარწმუნო ხდება ეს შესაძლებლობა. იმ (ზემოთნახსენები) მკვლევარების (მე რომ დამცინიან) პრობლემა ისაა, რომ "იდეა ფიქსად" აღებული აქვთ ნებისმიერი მეთოდით იმის დამტკიცება, რომ ქართულსა და სომხურ ანბანებს შორის საერთო არაფერია, რაც სასაცილოა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტების გამოძიება მიუკერძოებლად. თუ ამ გამოძიებით მენ-ნაკლებად დადასტურდა მათი ნათესაობა, ეს ეროვნული ტრაგედია არ იქნება და ქართული ანბანის ღირსება ამით არ შეილახება. - ალ-ო      @ 14:46, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
მართალია. მსგავსებაც არის და ალბათ ნათესაობაც, მაგრამ ამას ჩვენ ვერ დავწერთ სტატიაში ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს გამოკვლეული არავის აქვს, ჩვენ კი ჩვენი მოსაზრებების ვიკიპედიაში ჩაწერა არ შეგვიძლია. ამ სტატიაშიც საუბარია (უნდა იყოს) იმაზე, რომ ქართულსა და სომხურს ერთი შემქნელი არ ჰყავს. ასევე მე მსგავსებებზეც დავწერე ერთი–ორი სიტყვა, მაგრამ რატომ ჰგავს, ეს ჩემთვისაც და სხვისთვისაც ალბათ უცნობია. პ. ს. ჩემი ნაწერიდან ერთი წინადადება არ მომწონს –"თუმცა, ეს მხოლოდ გრაფიკული და სტილისტური მსგავსებაა და კავშირი არ აქვს დამწერლობათა ნათესაობასთან და საერთო შემქმნელთან" – აქ ნათესაობასთან შესაძლოა ჰქონდეს კავშირი... ამას ამოვიღებ. დანარჩენის დამატება ამ თემაზე იმ დროს უნდა მივანდოთ, როცა გაირკვევა საბოლოოდ რაიდუმალი კავშირი აქვთ ქართულსა და სომხურ ანბანებს. — დათო პასუხი 15:41, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, ამ თემაზე კიდევ რაიმის ჩაწერით ხელოვნურად გვააქტუალურებთ მეცნიერების მხრიდან უკვე უგულებელყოფილ ე. წ. "სომხურ თეორიას" ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ჩემი აზრით უკვე საკმარისად წერია ამის შესახებ და თავდაპირველი შენიშვნაც ამ ინფორმაციის ნაკლებობა იყო. სხვა შენიშვნები! — დათო პასუხი 15:47, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ჩემთვის ეს თემა არ არის დახურული. ისტორიის ნაწილი მაინც მიკერძოებული ჩანს და გასასწორებელია. - ალ-ო      @ 15:54, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
:( რა ვქნა, მე ვერ გამოვიკვლევ ყველაფერს. მე არ შემიძლია იმის ჩაწერა აქ, რაც ჯერ გამოკვლეული არაა. მესროპს რომ არ შეუქმნია ეს აშკარაა, მაგრამ ისიც აშკარაა რომ საერთო აქვთ რაღაც, რაც გამოუკვლეველია. შენ თუ შეგიძლია, დაწერე მიუკერძოებლად. — დათო პასუხი 16:03, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ჩავასწორე შეძლებისდაგვარად (გადახედეთ). პრობლემა ის იყო (ან არის), რომ ამა თუ იმ მკვლევარის მოსაზრება/მტკიცება მოყვანილი იყო, როგორც ფაქტი (თან პირდაპირ მათი სიტყვებით გადმოტანილი). ნეკრესის წარწერებზე მარტო ერთი ავტორის წყარო გვაქვს, რაც საკმარისი არაა. საჭიროა peer review - სხვა მეცნიერთა კრიტიკა, ანალიზი, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს, ან ვმალავთ. ნეკრესის წარწერები აუცილებლად დააინტერესებდა უცხოელ ქართველოლოგებსაც, ნუთუ რაიმე წყარო არ მოიპოვება? - ალ-ო      @ 16:52, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
გადავხედე და ვაღიარებ, რომ ჩემი ტექსტი მართლაც არ იყო მთლად ენციკლოპედიური :), თუმცა ამას მხოლოდ ახლა მივხვდი. ამიტომაა, რომ სტატიას ერთი ავტორი არ უნდა ჰყავდეს. ახლა სავარაუდოა, რომ სხვა ქვეთავებიც ანალოგიურად მექნება შესაწორებელი. მაგალითი უკვე მაქვს და შევეცდები შევასწორო. რაც შეეხება ნეკრესის ქართულ წარწერას, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მეცნიერები ამ თემაზე არ მუშაობენ! რატომღაც მხოლოდ ნაფლეთების აღმოჩენით დაკმაყოფილდნენ. ამიტომაა, რომ არც კრიტიკა და არც ანალიზი არა გვაქვს. უცხოელ ქართველოლოგებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. — დათო პასუხი 17:40, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მეც გადავხედე სტატიებს და ბევრი რამე არ მომეწონა. არ შეიძლება ყველას ნაბოდვარი თუნდაც დიდ მეცნიერთა ენციკლოპედიაში ჩაიწეროს. მით უმეტეს ისეთი რამ რაზეც სხვადასხვა მეცნიერები ჯერ კამათობენ და შეთანხმება არ არის მიღწეული. მხოლოდ იმიტომ რომ სომხეთის ყველა დროის ყველა მეცნიერი თვლის რომ ქართული დამწერლობა სომხურის მსგავსად მესროპამ შექმნა არ უნდა ჩაიწეროს ენციკლოპედიაში (თუნდაც იმის მითითებით რომ ეს მხოლოდ სომხების აზრია). სტატიებს ვინც ადგენს, აქ ვიკიპედიაში, კარგად უნდა წაიკითხონ ჯერ წყაროები და თვითონაც გაანალიზონ რა უწერიათ დიდ მეცნიერებს. ეგ დიდი მეცნიერებიც ძალიან ხშირად ხვდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი (ან სხვა მიზეზთა გამო. მაგ. როგორც ჩვენი მოძმე სომეხი მეცნიერები) და არასწორ დასკვნებს აკეთებენ. რამაზ პატარიძეს გადასარევად აქვს აღწერილი ქართული ასომთავრული , თუმცა ბატონი რამაზიც ვფიქრობ მოექცა სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. ეს აბზაცი მარტო ქართული და სომხურის მსგავსების სტატიას არ ეხებოდა. სტატიის ადმინს ვთხოვ გაითვალისწინოს. არ შეიძლება ქართულის დაკნინება მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც სომეხი ან თუნდაც გერმანელი მეცნიერი სხვანაირად თვლის (მეცნიერის აზრი ყოველთვის უნდა იყოს გამყარებული უტყუარი ფაქტებით ან ამ ფაქტებზე აგებული სწორი ლოგიკით). წინასწარ დიდი მადლობა თუ გაითვალისწინებთ.

ბოლო ბმული (14.09)

რედაქტირება

ვიღაცამ დაამატა. ბმული ბმულივითაა, მაგრამ საჭიროა კი?:)--გიგა პასუხი 00:40, 14 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

წინამორბედი დამწერლობა - ქართული დამწერლობა - რატომ წერია? ალბათ არამეული და ბერძნული უნდა იყოს. აქ ის არ იგულისხმება, მანამდე რას იყენებდნენ? --გრიგოლ 10:20, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[2] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა - ეს დასკვნა რამდენად მართებულია? რის საფუძველზე მიანიშნებს? --გრიგოლ 10:24, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

 
„და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი“

(შუშანიკის წამების პირველი სიტყვები) ამ სიტყვების სააფუძველზე ითვლება, რომ არსებობდა კიდევ რაღაცა ტექსტი, რომლის ავტორი იაკობ ხუცესი იყო, თუმცა დღეს ამ ტექსტის პოვნა ვერ ხერხდება. ასევე არის რამდენიმე ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ შუშანიკი სიკვდილამდე წიგნებს კითხულობდა.--გიორგი     , 10:29, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

კი ამაზე დიდი დავა იყო, მაგრამ ლიტერატორებმაც ერთხმად განაცხადეს რომ შუშანიკის ბავშვშობაც (სავარაუდოდ) იყო აღწერილი. ანუ არსებობდა როგორც მინიმუმ ორი წიგნი.--    10:32, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მართალია შუშანიკი საბყრობილეში ყოფნისას "ბიბლიასა" და "დავითნის" კითხულობდა --ბრუტ () 10:30, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეუშანიკის წამება ისეთი განვითარებული, დასრულებული და სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოებია (იმ ეპოქის შესაბამისად), რომ არ შეიძლება დამწერლობა მე–5 საუკუნეში შექმნილიყო და სულ რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ნაწარმოებები დაწერილიყო. ამას გულისხმობს ეგ წინადადება. — დათო პასუხი 10:39, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

1. იაკობს ჰქონდა თუ არა დაწერილი ადრე ნაწარმოები, მაინც სადავოა და ერთიანი აზრი საბოლოოდ ამ საკითხზე არ არსებობს. 2 . შუშანიკი რომ წიგნებს კითხულობდა ეს ფაქტია, მაგრამ რა ენაზე, ეს არ ვიცით. 3. სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოები რატომ არ შეიძლება ამავდროულად პირველი ნაწარმოები იყოს ამ ენაზე? მაგალითად ილიადა პირველი ნაწარმოებია ბერძნულ ლიტერატურაში, თანაც დასრულებული და სრულყოფილი. --გრიგოლ 10:57, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა შეიძლება პირველი იყოს მართლაც. მაგრამ სანამ ამგვარ ნაწარმოებს შექმნიან, მანამდე წერა–კითხვა უნდა ისწავლონ. შექმნიდან გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ პირველი ნაწარმოები შეიქმნას. ამას გულისხმობს ეს წინადადებაც და ამას გულისხმობდა თავის დროზე ჯავახიშვილიც (სწორედ მისი მოსაზრებაა ეს). ჯავახიშვილის ეს მოსაზრება გამართლდა და დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს შუშანიკის წამებაზე ძველი დავათის სტელა, ასევე ნეკრესის წარწერები, რომლებიც რატომღაც ბოლომდე არაა გამოკვლეული. შუშანიკის წამება ინარჩუნებს ძველ ტიტულს – "პირველი ლიტერატურული ნაწარმოები", მაგრამ ეს არაა პირველი ძეგლი ქართული დამწერლობისა (შეადარეთ – ლიტ. ნაწარმოები სხვაა, სტელაზე, საფლავის ქვაზე ამონაკაწრი ასოები კი სხვა). — დათო პასუხი 11:24, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
პირადად მე ამ წინადადებიდან ეს ვერ აღვიქვი. გვქვს, როგორც შენ თქვი, ნეკრესის წარწერა. რაღა საჭიროა იმის თქვა რომ შუშანიკის წამება მიანიშნებს რომ მასზე ადრე რაღაც არსებობდა? (ა) დამწერლობა რომ არსებობდა მასზე ადრე, ამას მინიშნებაც არ უნდა. ცხადზე ცხადია, რომ ჯერ დამწერლობა იქმნება და მერე ამ დამწერლობაზე ნაწარმოები. (ბ) მასზე ადრე ლიტერატურის არსებობა არ მტკიცდება და არც არის ამ სტატიის თემა. მაშ რას გვაძლევს ეს წინადადება. მე დამაბნია თუ მარტო მე, მაშინ დარჩეს.
სხვა საკითხი: ასო ჯან-ის მოხაზულობაზე არსებობს სხვა ვერსიებიც, ლიტერატურაში არის მითითებული პატარიძის წიგნი "ქართული ასომთავრული" იქნებ მივუთითოთ ისიც. პატარიძე ამბობს, რომ ჯანი ანბანის ბოლო ასო იყო და ნიშანიც დასასრულს, ბოლოს გამოხატავს (X), ხოლო ხაზი ზემოთ სისწორის მანიშნებელია და ბევრ სხვა ასოს აქვს. ჰაე და ჰოე კი მოგვიანებით გადავიდა ბოლოში. მე, სამწუხაროდ, წიგნი თან არ მაქვს. --გრიგოლ 11:33, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ჯანი მივუთითე :). მაგ წინადადებაზე სხვე ბი რას ფიქრობთ, ამოვიღო? — დათო პასუხი 11:57, 15 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ის წინადადება შეიძლება ცოტა გაიმართოს, ან მივუწეროთ რომ ჯავახიშვილის მოსაზრებით და ა.შ., რომ ჩვენი მოსაზრება არ გამოვიდეს. - ალ-ო      @ 08:27, 27 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მგონი არაფერია ნახსენები თანამედროვე ფორმებზე, მაგ. "გაასომთავრებული" ასოები ფირნიშებზე, აბრებზე, საგზაო ნიშნებზე, სათაურებში და ა.შ. - ალ-ო      @ 08:40, 27 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ხომ ვერ ამიხსნით, რატომ არის alphabet-ის ინგლისურენოვან სტატიაში ქართული ანბანი მოხსენიებული როგორც 41 ასოს მომცველი? LelaLela 20:57, 23 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

წარმოადგინეთ წყარო!

რედაქტირება

ბოლოს და ბოლოს წარმოადგენთ თუ არა წყაროს ამ განცხადებაზე?

მხედრული განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით

წყარო წარმოადგინეთ მსგავს წინადადებას რომ დებთ ტექსტში. მისი არ არსებობის შემთხვევაში წაიშლება. Jaqeli განხილვაწვლილი 19:43, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მანან სანამ ერთობლივად არ შევჯერდებით, ვერაფერსაც ვერ წაშლი! - ოთოჯი განხილვა 19:51, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ვიკიპედიის წესები არ ვიცით? ნებისმიერი წინადადება რომელსაც არ გააჩნია წყარო უნდა წაიშალოს და იშლება ყველა ვიკიში. ქართული ვიკიპედია გამონაკლისია და რასაც გვინდა იმას ვწერთ? წყარო წარმოადგინეთ ან წაშალეთ ზემოთ მოცემული წინადადება. Jaqeli განხილვაწვლილი 19:57, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
მანამ სანამ რაღაცას წაშლით ჯერ დააკვირდი, რომ ის ნაშრომი, რომელიც სხვა რედაქტორის მიერ არის შესრულებული არის ნაშრომი, და მისი წაშლა ასე ხელის ერთი მოსმევით არ არის მიზანშეწონილი. მოდით შევაბრუნოთ საკითხი, თქვენ დაამტკივეთ, რომ შეცდომაა, შეგიძლიათ ?!. რომ შლით გზა და გზა ყველაფერს ასე არ შეიძლება. როდესაც ტექსტი საეჭვოა შესაბამისი თარგები უნდა იქნას გამოყენებული სტატიაში. თქვენ კი გირჩევთ ვიკიპედიის წესებს კარგად გაეცნოთ და ამხელა სპექტაკლებს აღარ მოაწყობდით. გარდა ამისა, ხარ უზრდელი ! ის, როგორც სხვებს მიმართავთ რეზიუმეში და პირადში (მაგ., მე) არის ჩემი სიტყვის დამამტკიცებელი. - ოთოჯი განხილვა 20:08, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ვეთანხმები ოთოს. თუ რომელიმე წინადადების მართებულობაში გეპარებათ ეჭვი, ამისთვის არსებობს თარგი:ფაქტი. თუ თითოეულ წინადადებას დავუწყებთ დევნას, მასე ნახევარზე მეტი ქართულ ვიკიპედიაში წასაშლელია, მითუმეტეს რომ ეს რჩეული სტატიაა. სტატიაში ლიტერატურის სახით 10 წიგნია მითითებული (სქოლიო 15, გარდა უკანასკნელად დამატებულისა), რა იცით, რომ ერთ-ერთ მათგანში არ წერია ზუსტად ეგ წინადადება? გარდა მაგისა, დავამატე წყარო, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იგივე სიტყვებს ინგლისურად. იყო კიდევ ერთი-ორი ქართული წყაროც (დაგუგლეთ), რომელშიც, დაახლოებით, იგივე აზრი იყო გამოთქმული, მაგრამ ზოგი უფრო გვიანდელი იყო, ზოგს თარიღი არ ჰქონდა მითითებული, რის გამოც ძნელი გამოსაცნობი იყო იმათ დააკოპირეს ჩვენგან, თუ ჩვენ ავიღეთ იმათგან. წარმატებები. — G.G. 13:48, 10 მაისი 2014 (UTC)პასუხი

გმადლობთ რომ წყარო მოიყვანეთ მაგრამ ამ წყაროს ავტორი ვინ არის? თუ ჩვეულებრივ "self-published" ავტორთან და ბლოგთან გვაქვს საქმე? თუ ასეა ვფიქრობ უნდა წაიშალოს ეს წინადადება რადგან ასეთ განცხადებას რომ მხედრულს არაბული გავლენა აქვს სერიოზული და სამეცნიერო წყარო სჭირდება. ჯაყელი 02:43, 15 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

კარგით რახან არ არის აქტიურობა მაშინ იქნებ რამოდენიმემ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. გამოვდივარ წინადადებით ამოვიღოთ შინაარსიდან ზემოთ ხსენებული მუქი წინადადება მხედრულის არაბულის ზეგავლენით შექმნაზე. წყარო არის არაენციკლოპედიური და არა სამეცნიერო ასე რომ მე მხარს ვუჭერ ამოღებული იქნებს შინაარსიდან. გთხოვთ თქვენი აზრიც დააფიქსიროთ.

  •   (მომხრე) - ამოვიღოთ წინადადება ტექსტიდან. ჯაყელი 10:13, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
  •   (მოიცადეთ). არსებობს თეორია, რომ მხედრულის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია არაბულმა. რამდენად სერიოზულია, ეს ვიკითხე დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ხვალ მეცოდინება ზუსტი პასუხი, თუ რა წყარო ადასტურებს საკამათო წინადადებას და ღირს თუ არა ამ წინადადების დატოვება სტატიაში. ამ წუთში კი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას: მხედრული განიცდის არაბული კალიგრაფიის გავლენას მოგვიანებით მაინც (XVI საუკუნიდან), თუმცა ეს არ ნიშნავს გავლენას მის ჩამოყალიბებაზე. Deu. 13:21, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
ბატონო ჯაყელი, თქვენ იცნობთ პალეოგრაფიულ ლიტერატურას? Deu. 13:25, 18 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გაირკვა პასუხი ხელნაწერთა ცენტრიდან? ჯაყელი 11:36, 20 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Deu მიიღეთ პასუხი ხელნაწერთა ინსტიტუტიდან? ჯაყელი 20:16, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მოთმინება, მოთმინება! მალე ეს სტატია თავიდან ბოლომდე ჩანაცვლდება ამით  . Deu. 07:23, 8 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Deu როდის ჩანაცვლდება ეს სტატია? ჯაყელი 19:02, 28 მარტი 2015 (UTC)პასუხი

დედაბრული ხელი

რედაქტირება

გამარჯობა - დედაბრული ხელი - ამის შესახებ აქ რამე ინფორმაცია უნდა იყოს ჩამატებული ? პ.შეთეკაური (განხილვა/წვლილი) 11:45, 9 სექტემბერი 2024 (UTC)პასუხი

გვერდ „ქართული დამწერლობა“-ზე დაბრუნება.