განხილვა:ფარსმან II ქველი

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში ფარსმან II ქველი

ამ გვერდზე მკაცრი ისტორიული შეცდომაა დაშვებული. ახ. წ. I საუკუნეში, როდესაც პართიის მეფე იყო არტაბან III, იბერიის მეფე იყო ფარსმან I და არა ფარსმან II, ხოლო ფარსმანის ძმას, რომელიც სომხეთში გამეფდა, ერქვა მითრიდატე და არა მირდატი. ხოლო რაც შეეხება ფარსმან I-ის მამას ეს შეუძლებელია ყოფილიყო მითრიდატე III, რადგან იგი მეფობდა ახ. წ. II საუკუნეში. --Giorgy განხილვაწვლილი 19:34, 15 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

სრულიად ვეთაბნხმები ამა ადამიანს ფარსმან მეორე ქველია და ვიკიპედიაში ქველი მესამეს ეწოდება. აბა ესეც ნახეთ. — ჯაბა ლაბაძე () 19:37, 15 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გადატანა

რედაქტირება

გადავიტანოთ ფარსმან II ქველიTaro განხილვაწვლილი 11:03, 20 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ქველი ფარსმან III არის. ასე აქ წერია. თუ არ ვცდები სამი ფარსმანი იყო სულ, სკოლაში კი ორ ფარსმნას ვსწავლობთ. ისე იბერიის მეფეების შესახებ სტატიები ახლიდანაა გადასაწერი--თეიმურაზი () 11:05, 20 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

სკოლაში მეც ფარსმან II ქველი ვისწავლე და ნამდვილად მესამე იყო ქველი?


ქველი არის ფარსმან მეორე; ლევან და გუბაზ სანიკიძეების უბის ისტორიის მიხედვითდიქსტოსა განხილვაწვლილი 16:41, 19 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მაგრამ ეს ის ქველი არაა. ეს არვიცი ქველი მეორე საუკუნეში იყო. ინგლ. ვიკიში წერია სხვათაშორის კარგად.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:45, 19 მაისი 2011 (UTC)პასუხი

გადავამოწმე ქართლის ცხოვრება და ქველი არის რიგით მეორე ფასმანი. შესაბამისად, რაღაც შეცდომაა დაშვებული. არსად არ მინახავს მე ვიკიპედიის გარდა, რომ ქველი ფარსმან III ყოფილიყოს. — Nodar Kherkheulidze () 08:38, 13 ივნისი 2011 (UTC)

რა ხდება?

რედაქტირება

ცოტა დავიბენი ვერ ვხვდები რა ხდება? არსებობს ფარსმან II და არსებობს ფარსმან III მსგავსი ტექსტით. თითქმის ერთ პერიოდში შექმნილი ერთიდაიგივე ავტორის მიერ. აშკარად ფარსმან მეორეა ქველი, მაგრამ ეს რატომღა შეიქმნა? --ჯაბა ლაბა 14:33, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მეც გამოვთქვი თავის დროზე ამის შესახებ აზრი. ფარსმან ქველი არის რიგით მეორე ფარსმანი. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:36, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ნოდარ მაგაში ეჭვი არც მე მეპარება, მაგრამ ორივე სტატიას გადახედე? --ჯაბა ლაბა 14:37, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ე. ი. ამ გვერდზე არსებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ფარსმან ქველი მოღვაწეობდა ძვ. წ. I საუკუნის 70–იანი წლებში, არადა ჩემს მიერ ცნობილი ფარსმან ქველი ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოღვაწეობდა ანტონინუს პიუსის იმპერატორობისას (138-161). გაურკვევლობაში ვარ. --ჯაბა ლაბა 16:24, 18 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ფარსმან II ქველი

რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილის ქართლის ცხოვრება, იე. მეფენი მირდატ და ფარსმან ივ წელი მეფეს (15. მეფეები მირდატი და ფარსმანი. 16 წელი იმეფეს).

 
„შემდგომად გამეფდნენ მცხეთას ამზასპის ძე მირდატ, ხოლო არმაზს დეროქის ძე ფარსმან; არამედ მირდატ და ფარსმანისამდე ზემოჴსენებულნი მეფენი იყვნენ სიყუარულსა ზედა ურთიერთისასა; არამედ მირდატ იწყო მტერობა ფარსმანისა, რამეთუ მირდატ მესისხლე და მედგარი იყო, ხოლო ფარსმან ქუელი, გონიერი, ახოვანი და გოლიათი.“

დასკვნა: წყაროს მიხედვით, ფარსმან II ქველი დეროკის ძეა და არა ამაზასპ I-ის--Lasha-george განხილვაწვლილი 08:05, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი

ფარსმან II ქველი

რედაქტირება

ფარსმან II ქველი კირილ თუმანოვის მიხედვით ამაზასპის ძეა, ხოლო ვახუშტის მიხედვით დეროკის ძე (!)--Lasha-george განხილვაწვლილი 15:49, 15 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „ფარსმან II ქველი“-ზე დაბრუნება.