განხილვა:სემიუელ ლეროი ჯექსონი
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa
სემუელ? ა.
- ლ. არ მომწონს. ან იყოს სრულად, სემუელ ლეროი ჯექსონი, ან სემუელ ჯექსონი. მგონი სემუელია სწორი. —დათო 11:54, 14 იანვარი 2009 (UTC)
- გთხოვთ გადახედოთ: განხილვა:სემიუელ მორზე--ცანგალა (გ) 15:08, 14 იანვარი 2009 (UTC)
- აშკარად სემიუელ უნდა იყოს, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, სათაურში ლ. რამდენად მართებულია ?, ტოლკინისა არ იყოს; გასაგებია, რომ ასე იწერება ინგლისურ ენაში, მაგრამ ქართულში აჯობებს, რომ სრულად დავწეროთ მისი სახელი და გვარი: სემიუელ ლეროი ჯექსონი. აგრეთვე, ძიების გასაადვილებლად მოვახდინოთ გადამისამართებები. - ოთოჯი განხილვა 08:21, 8 აგვისტო 2014 (UTC)
ვეთანხმები სემიუელ ლეროი ჯექსონი ამ ვარიანტს --M. განხილვაწვლილი 10:15, 8 აგვისტო 2014 (UTC)
- აქვე დავწერ სამუელ კოლტი ესეც გადასატანია.
ლიროი ხომ არაა, ისე? --Henry McClean განხილვაწვლილი 10:17, 8 აგვისტო 2014 (UTC)
- დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში აქ წერია, რომ Exeter → ექსიტერია, სინამდვილეში ექსეტერია, Beresford → ბერისფორდ-ი, სინამდვილეში ბერესფორდია. ლეროი უნდა იყოს. ხოლო იმ დახმარების გვერდს შევცვლი, შეცდომებია. - ოთოჯი განხილვა 10:32, 8 აგვისტო 2014 (UTC)
- მე ლეროის ვარიანტს არ ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ სემიუელ ლ. ჯექსონი უნდა იყოს სტატიის სახელი. და ზოგადად პიროვნებებზე ყველა სტატიის სახელი უნდა იყოს წარმოდგენილი მისი საზოგადოებაში ცნობილი ფორმით და არა პასპორტული სახელებით. ამ კაცმა დაირქვა სემიუელ ლ. ჯექსონი და იმ ლ-ში ლეროის ამოკლებს ლევანს თუ ლაშას ეგ ჩვენ არ ვიცით და არ გვაინტერესებს. ეს არის მისი სტეიჯ ნეიმი და დავანებოთ ამ პასპორტებში ქექვას თავი, ეგ არ არის არანაირ კავშირში ვიკიპედიის წესებთან. --GagaVaa 13:55, 16 სექტემბერი 2014 (UTC)